სულ რამდენიმე საათის წინ, ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.
მაიკოს საგულშემატკივროდ, სამშობიაროსთან მეგობრები შეიკრიბნენ, ანდრიას დედამ და გიორგი ცხადაძემ "მრავალჟამიერიც" კი შეასრულეს უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავად.
„დღეს ღამის 3 საათიდან ველოდი შენს ამ ქვეყნად მოვლენას და დილის 08.28 გამახარე!!!! ბებია გავხდი! ამ მშვენიერ დღეს ჩემი პირველი შვილიშვილი ალექსანდრე გაჩნდა! გილოცავთ ჩემო ბავშვებო მაიკო, ანდრია! მუდამ ბედნიერები იყავით უკვე თქვენს პატარასთან ერთად! ჩემი საოცნებო ალექსანდრე!!
p.s. კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, რადგან მართლა საოცარი შეგრძნებები მაქვს, მაგრამ ღამენათევი ვარ და დღეს მაპატიეთ, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ“, - წერს ადრეას დედა სოციალურს ქსელში.
თეკლა ჟვანია