დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებას, რასაკვირველია, პოლიტიკოსებიც დაესწრნენ. ზოგიერთები - მეუღლეებთან ერთად.
დედაქალაქის მერი, კახი კალაძე მეუღლესთან ანუკი არეშიძესთან ერთად გამოჩნდა. წყვილი ამჯერად შვილების გარეშე ესწრებოდა ღონისძიებას.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ყურადღება მიიპყრო ანუკი არეშიძის სტილმა, რომელმაც არჩევანი ე.წ. მამაკაცური სტილის სამოსზე შეაჩერა. ფოტოებს ფეისბუქზე კახა კალაძე აქვეყნებს:
ასევე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ნუნუკა თამაზაშვილიც პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი, მხოლოდ, ქალური სტილის და მან ყვითელზე შეაჩერა არჩევანი.