სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამერიკაში მცხოვრები ქართველი კონდიტერის მაკრინე არახამიას პოსტს, რომელიც მომხმარებლებს აფრთხილებს საშიში "ხუმრობის" შესახებ:
"ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაგვიზიარა მისი მწარე გამოცდილება. მინდა თქვენც გაფრთხილდეთ მეგობრებო, ეს მომენტი მართლაც საყურადღებოა. ტორტის გასამყარებლად ან თუნდაც მეორე, მესამე სართულის გამაგრებისას, საკონდიტროში გამოიყენება ხის ჯოხები. ამიტომ ყოვლად დაუშვებელია სტუმრების მიერ იუბილარის სახის მოთავსება ტორტში. ან სახეზე ტორტის შეზელვა.
პირადად მე ყოველთვის ვაფრთხილებ დამკვეთს, მაგრამ დამკვეთი არასოდეს ეტყვის ამას სტუმრებს და შესაბამისად მათ არ იციან. თუმცა ტორტის სახეში შეზელვა....
პ.ს. კონკრეტული შემთხვევა მე არ მეხება. უბრალოდ გაფრთხილებთ".