წმინდა ხატებთან დაკავშირებით ჩვენთვის საინტერესო საკითხებს, ქვემო ბეთლემის ტაძრის დეკანოზი, ალექსანდრე ბოლქვაძე განგვიმარტავს.
- შეიძლება თუ არა, შინ ხატების წინ ვაკმიოთ საკმეველი?
- ხატების წინ, საკმეველი შეიძლება შინ ყოველდღიურად ვაკმიოთ. საკმეველს ვუნთებთ ღმერთს კეთილსურნელებისთვის, რათა გარდამოგვივლინოს სულიწმიდის მადლი, ამასთანავე საკმეველს ვანთებთ იმისთვისაც, რომ განვდევნოთ ეშმაკი, რადგან საკმევლის სუნი მისთვის მომაკვდინებელია.
- დაზიანებული ხატები შეიძლება მივიტანოთ და ტაძრის ღუმელში დავწვათ, ასევე შეიძლება დაზიანებული ხატები შინაც დაიწვას და სუფთა ადგილას დაიმარხოს. თუ ადამიანს სურვილი და შესაძლებლობა აქვს, დაზიანებული ხატი შეუძლია ხელახლა დაახატვინოს, აკურთხებინოს და სალოცავ კუთხეში დააბრძანოს.
- ბუნებრივია, სიწმინდეებისადმი უყურადღებობა ადამიანს ცოდვად ეთვლება, ამიტომ თუ ადამიანი რელიგიურ ჟურნალ-გაზეთებსა თუ საერო ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ხატების მიმართ სათანადო ყურადღების გამოჩენას ვერ მოახერხებს, უმჯობესია, ისინი დაიწვას და სუფთა ადგილას დაიმარხოს.