ცნობილი მოდელი მირანდა (მიმი) შელია, რომელსაც ასევე იცნობენ, როგორც ქართველ ირინა შეიკს, ახლახან გათხოვდა. მისი რჩეული ცნობილი მილიარდერის იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილია, გრიგორი.
გრიგორი სკანდალურად ცნობილი ბლოგერია. წლების წინ სახელი იმით გაითქვა, რომ ქუჩაში გამოდიოდა და ფულის საფასურად ხალხს უჩვეულო რამეებს სთავაზობდა.
ერთ-ერთ ვიდეოში ახალგაზრდა ბიჭი საჯარო სივრცეში გააშიშვლა ფულისთვის. ამ ყველაფერს სოციალურ ექსპერიმენტს უწოდებდა. ჯერ კიდევ 16 წლისას პირადი თანაშემწე ჰყავდა, მის ვიდეოებს კი ასი ათასობის ნახვა ჰქონდა.
რაც შეეხება მირანდას, ის როსტოვშია დაბადებული და წლებია ცნობილი ფოტომოდელია. ეს მისი მეორე ქორწინებაა - მანამდე ცნობილი რუსი ფეხბურთელის ცოლი იყო. სინამდვილეში უფრო ადრეც, 20 წლის ასაკში იყო გათხოვილი, თუმცა ამ ქორწინებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს ახალგაზრდული შეცდომა იყო და მალევე დაცილდა ქმარს.
საქორწინო ცერემონიას მისი მეგობრები ესწრებოდნენ, მათ შორის მისი ცნობილი მეგობარი ქეთი თოფურია.
გაიგეთ მეტი მირანდას შესახებ:
როგორ ჩხუბობდა მიმი შელია ქართველობის გამო და რა გეგმები აქვს ირინა შეიკის ქართველ ორეულს