"მამის მხარეს ყოფნა შეუძლებელი იყო" - ვალერი მელაძის პირველი მეუღლე იხსენებს, რა რთულად გადაიტანეს მათმა შვილებმა განქორწინება და რა დაეხმარათ ამაში
"მამის მხარეს ყოფნა შეუძლებელი იყო" - ვალერი მელაძის პირველი მეუღლე იხსენებს, რა რთულად გადაიტანეს მათმა შვილებმა განქორწინება და რა დაეხმარათ ამაში
მომღერალი ვალერი მელაძე და მისი მეუღლე ალბინა ჯანაბაევა უკვე მესამე შვილის მშობლები არიან. მათი უფროსი ვაჟი უკვე 16 წლისაა, ამის მიუხედავად, ვალერი მელაძის ურთიერთობა პირველ ცოლტან მაინც იწვევს ყვითელი პრესის ინტერესს.
ვაკერი მელაძე და ირინა მელაძე ოფიციალურიად 2014 წელს განქორწინდნენ. თუმცა მათი ოჯახი ამ თარიღამდე თითქმის 10 წლით ადრე დაინგრა, როცა ვალერიმ მომღერალ ალბინა ჯანაბაევასთან გააბა რომანი. მისი პარალელური ოჯახი ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ირინასთვის და მისი სამი ქალიშვილისთვის. ამის შესახებ ირინა მელაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.
კითხვაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ
გოგონებს მშობლების განქორწინებაზე და მამის მხარე ეჭირათ თუ დედის, ირინამ ასეთი პასუხი გასცა:
„მამის მხარეს ყოფნა იმ მომენტისთვის შეუძლებელი იყო. უმცროსი სამი წლის იყო, შუათანა - შვიდის, რა უნდა ამეხსნა. ზღაპარი, რომ მამა გასტროლებზეა და მალე ჩამოვა - ტავიდან მოქმედებდა, მერე აღარ. როცა ცოტა წამოიზარდნენ, ჩემი პოზიცია ავუხსენი, ვიცი, რომ ბავშვობის ტრავმას დიდი ძალა აქვს, ამიტომ რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. უფროსი გოგონა 14 წლის იყო, მას ყველაზე მეტს ველაპარაკებოდი. პრესაც არ გვინდობდა, ხალხიც ლაპარაკობდა. ბავშვებმა კითხავც იცოდნენ და სკოლაშიც დადიოდნენ“ - იხსენებს ირინა. მისი თქმით, კრიზისის დაძლევაში ყველაზე მეტად ფსიქოლოგიური და სასულიერო ლიტერატურა დაეხმარა.
„ჩვენს ოჯახში ახლაც ასეა მიღებული - როცა რაიმე პრობლემა ჩნდება, აუცილებლად
ვსაუბრობთ ამაზე. ადრე მკაცრი დედა ვიყავი, ახლა ჩვენს შორის იმხელა ნდობაა, სიმკაცრე აღარ მჭირდება. ვამაყობ ჩემი გოგონებით. ადრე ძალიან უჭირდათ მამის საქციელთან შეგუება, ახლა კი მშვენიერი ურთიერთობა აქვთ“ - ამბობს ირინა, თუმცა, გავრცელებული ხმებით, ვალერის გოგონებს ალბინა ჯანაბაევასთან კვლავ არ აქვთ ურთიერთობა.
ვალერის და ალბონას უფროსი ვაჟი უკვე 16 წლისაა, შუათანა 12-ის, უმცროსი გოგონა კი ახლახან შეეძინათ.

12703
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია