ბავშვის დაბადების დღე მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დაბადების დღის წვეულება დასრულებული არაა, რომ მომავალი დაბადების დღის მოლოდინი იწყება. მათ უხარიათ დაბადების დღის თითოეული დეტალი, მხიარული მილოცვებით დაწყებული განსაკუთრებული საჩუქრებით დასრულებული. ტორტი დაბადების დღის მთავარი ატრიბუტია, რომელსაც, როგორც წესი, დიდი ხნით ადრე არჩევენ. თუმცა ბავშვებს ყველაზე მეტად მაინც საჩუქრები უხარიათ. საჩუქრის შერჩევა კი ადვილი ნამდვილად არ არის.
ბოლო პერიოდში აქტუალურია ბავშვებისთვის სასაჩუქრე ყუთების გაკეთება, რომელშიც სხვადასხვა ნივთი დევს, თუმცა მათ ერთი თემა აერთიანებს. მაგალითად, სასაჩუქრე ყუთში შეიძლება მოათავსოთ ლეგო, ფაზლი, მაისური, ჭიქა, ჩანთა, ბლოკნოტი, კალამი. თითოეული ეს ნივთი კი უნდა იყოს იუბილარის საყვარელი გმირების გამოსახულებით, მაგალითად, ჰარი პოტერის ან „დისნეის“ რომელიმე პრინცესის ვიზუალით.
მსგასი სასაჩუქრე ნაკრების შედგენა, ერთი შეხედვით, საკმაოდ რთულია. რადგან თითოეული ნივთი ცალ–ცალკე უნდა იყიდოთ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში. თუ ბლოკნოტის საყიდლად საკანცელარიო მაღაზიაში მისვლა დაგჭირდებათ, ჩანთისა და მაისურისთვის ტანსაცმლის მაღაზიაში მისვლა იქნება საჭირო. აუცილებლად მოგიწევთ სათამაშოების მაღაზიაში სტუმრობაც. სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა სასაჩუქრე ნაკრებისთვის ნივთების სპეციალური შეკვეთით დამზადება და თითქმის ყველაფრის ერთ სივრცეში, მარტივად და მისაღებ ფასად დამზადება. ამ გზით საჩუქარიც განსაკუთრებით ორიგინალური იქნება, რადგან მასში შემავალი თითოეული ნივთი სპეციალური შეკვეთით იქნება დამზადებული და მხოლოდ იუბილარს ექნება ისინი.
სასაჩუქრე ნაკრების დასამზადებლად შეგიძლიათ მიმართოთ favshop.ge-ის, რომელიც სწრაფად და ოპერატიულად დაგეხმარებათ სასურველი ნივთების შერჩევასა და მათზე მაღალი ხარისხის პრინტების დასამზადებაში. favshop.ge-ში შეგიძლიათ დაამზადებინოთ ბლოკნოტი, მაისური, ჰუდი, ნაჭრის ჩანთა, ბლოკნოტი, ჭიქა, ასევე, სადღესასწაულო ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც შევა ჭიქები, თეფშები და ქუდები. შეგიძლიათ, დააბეჭდინოთ დიდი ზომის პოსტერიც, რომელსაც წვეულების დროს კედელზე გააკრავთ. ასევე, აუცილებლად შეუკვეთეთ სპეციალური ყუთი, რომელშიც თითოეულ ამ ნივთს მოათავსებთ. რაგდან პირბადე უკანასკნელ პერიოდში ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, შეგიძლიათ სხვა საჩუქრების მსგავსი პრინტით პირბადეც დაამზადებინოთ. სახლიდან გაუსვლელად სულ მცირე დროში შეძლებთ თქვენს პატარებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთოთ, რომელიც მას დაბადების დღის მოლოდნის არ გაუცურებს და მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება.
ახლა კი გთავაზობთ რამდენიმე ნაკრებს, რომელიც თქვენი შვილებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ მას სხვა გმირი უყვარს, მსგავსი ნაკრების შედგენა თავადაც შეგიძლიათ.