სამწუხაროდ, სხვადასხვა სოციალურ ქსელს ბევრი უარყოფითი სდევს თან, განსაკუთრებით მოზარდებისთვის და განსაკუთრებით იმ დროს, როცა ისინი მასზე დამოკიდებული ხდებიან.
13 წლის ამერიკელმა გოგონამ მძიმე დამწვრობა და ხელის, კისრისა და თითების ტრავმა მიიღო და ძლივს გადაარჩინეს - როგორც მერე გაირკვა, მორიგ საშიშ ჩელენჯში იღებდა მონაწილეობას და ტიკ-ტოკში ნანახი ვიდეოს გამეორებას ცდილობდა.
დესტინი კრეინი ახლა რეანიმაციაშია. დედამისი ამბობს, რომ გოგონა 13 მაისს ჩაიკეტა აბაზანაში და ცდილობდა, სანთლის, სანთებელის და სამედიცინო სპირტის მეშვეობით რაღაც ვიდეო გაემეორებინა, რაც მანამდე ნახა ტიკ-ტოკზე.
მოულოდნელად დედამ ბავშვის ყვირილის ხმა გაიგონა. "გიჟივით გავვარდი, გავაღე კარგი და შიგნით ყველაფერი იწვოდა, დესტინი ცეცხლში იყო გახვეული", - იხსენებს დედა.
მოგვიანებით იპოვეს ტელეფონი, რომელზეც გოგონა ვიდეოს ჩაწერას ცდილობდა, და შემდეგ მის მეგობრებთან საუბრისას გაარკვიეს, რას გეგმავდა.
დესტინიმ სამი ოპერაცია გადაიტანა კანის გადასანერგად. ახლა ელოდება მკურნალობისა და რეაბილიტაციის თვეები, რომ ხელის, კისრისა და თითების მოძრაობა აღუდგეს.
დესტინის დედამ თქვა, რომ გოგონა ფაქტობრივად ცხოვრობდა ტიკ-ტოკით. ახლა ის სხვა მშობლებს აფრთხილებს, დიდი ყურადღება გამოიჩინონ და არაფერი გამოეპაროთ.