როგორც ცნობილია, ნუკა კვალიაშილი არც ისე დიდი ხნის წინ დაქორწინდა - მისი მეუღლე გელა გოჩაშვილია. წყვილი ერთად ცხოვრობს და სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ ძალიან ბედნიერები არიან.
გოჩას ნუკას შვილებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. მოგეხსენებათ, ნუკას პირველი ქორწინებიდან 2 ბიჭი ჰყავს, როგორც ირკვევა, მომღერალი ორსულადაა და მესამე შვილს ელოდება. ტოქსიკოზით შეწუხებული ნუკა, ფეხმძიმე ცოლების გაძლების გამო, კაცებისთვის ოქროს მედლის გადაცემის ინიციატივით გამოდის:
„ჩვენს მრავალ დღესასწაულებს კიდევ ერთს მივამატებდი, "ორსული ქალის გაძლების დღეს". ყველა მამაკაცს, ვინც გმირულად უძლებს ამ ყველაფერს, გადავცემდი ოქროს მედლებს წარწერით "მას ეს გამოუვიდა".
ჰორმონების გეიმინგს რა ვუთხარი, ჩემს თავს მე ვეღარ ვიტან უკვე. მადლობელი, ნახვამდის“.
თეკლა ჟვანია