1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. 1 ივნისი ვებგვერდ mshoblebi.ge-ს დაბადების დღეცაა - 7 წლის გავხდით. გვინდა, მოგილოცოთ ბავშვთა დაცვის დღე, ვისურვოთ, რომ ყველა ბავშვი ამქვეყნად ბედნიერი იყოს, ლაღი, თავისუფალი და ყოველმხრივ დაცული. ჩვენი პატარა რესპონდენტები კი გვიამბობენ, რა არის მათი აზრით ბედნიერება, როგორი სურთ იყოს სკოლა, რა სწყინთ უფროსებისგან და როგორ მომავალზე ოცნებობენ.