ტომას ედისონი, რომელმაც პირველმა შესთავაზა მკითხველს, რომ წიგნები ფონოგრაფზე (მექანიკური ბგერათჩაწერისა და ბგერათწარმოების ხელსაწყო; გამოიგონა ტ. ედისონმა 1877 წელს) მოესმინათ, ალბათ ვერ წარმოიდგენდა, თუ რამდენად პოპულარული გახდებოდა მის მიერ მოფიქრებული წიგნების კითხვის ასეთი ფორმატი.
აუდიოწიგნების პოპულარობა მსოფლიოში ყოველ წლიურად იზრდება. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, მათი გაყიდვებიდან შემოსავალი 148%-ით გაიზარდა 2013-2017 წლებში. აშშ-სა და კანადაში, აუდიოწიგნების მომხმარებელთა რაოდენობა, ყოველწლიურად 25%-ით იზრდება.
კითხვის ასეთ ფორმატზე მოთხოვნა სავსებით გასაგებია. აუდიოწიგნების მოსმენა შეგიძლიათ ისეთ დროსაც, როდესაც ფიქრობთ, რომ დროს ტყუილად კარგავთ. მაგალითად, საცობში მოძრაობისას, რიგში დგომის, ან საშინაო საქმეების შესრულებისას.
მოდით, განვიხილოთ ყველა ის უპირატესობა, რაც აუდიო წიგნებს აქვს:
მოუსმინე: მადელინ მილერი - კირკე
რა მოვასმენინოთ?
ყველა ბავშვის საყვარელი წიგნი, რომელიც ყველა დროში აქტუალურია.
ლელა ცუცქირიძე - თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა
ჯადოსნური წიგნი ყველაზე პატარებისთვის. ამ ზღაპარში თოვლის გუნდა მეგობრის პოვნას ცდილობს, დედა ბუს კი თავისი შვილი, სახელად ტუსურა, დაჰკარგვია და მის მოსაძებნად მიეშურება.
ბიჭს ფრის ეძახიან, რადგან ბავშვობიდან გაფრენაზე ოცნებობს. მისი ნამდვილი სახელი არავის ახსოვს, ფრიმ ხომ ფრთები გამოიგონა და თავისი სოფლიდან შორს, ძალიან შორს გაფრინდა. იმ ქვეყანაში, სადაც გამომგონებელი ბიჭი აღმოჩნდა პირველეთს უწოდებენ. სულ პატარა ქვეყანაა პირველეთი, თუმცა ახირებული მეფე ჰყავს, რომელმაც გადაწყვიტა იმპერატორი იყოს და პირველიონ პირველი დაირქვა. ფრის თავგადასავალი პირველეთში ძალიან საინტერესოდ იწყება. იქ შეძენილი მეგობრები კი მისი ოჯახის წევრები ხდებიან. სასახლის მსახურები, ფრიდა და კოკ ლოზინი, არასდროს მიატოვებენ ფრის გასაჭირში.
რას მოვუსმინოთ მგზავრობის დროს?
როგორია "ომის პროზა", რომელსაც თანამედროვე ქართველი მწერლები დამოუკიდებელ საქართველოში ქმნიდნენ და ქმნიან? მარტივად თუ ვიტყვით, ბევრნაირი. ამ წიგნში 14 ავტორის ამდენივე მოთხრობაა შეკრებილი და ეს არის მხოლოდ ნაწილი მრავალგვარი რეაქციისა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გადატანილმა მოვლენებმა გამოიწვია უახლეს ქართულ მწერლობაში.
როგორ მოვუსმინოთ აუდიო წიგნებს?
მოდით, ახლა გავერკვეთ, თუ სად და როგორ შეგიძლიათ აუდიოწიგნებით სარგებლობა.
საქართველოში პირველი აუდიო წიგნების პლატფორმა gudabooks.ge-ა, სადაც ყველანაირი ჟანრის ხმოვანი წიგნია თავმოყრილი. რომანები, საბავშვო ლიტერატურა, შემეცნებითი ხასიათის წიგნები - ეს ყველაფერი პროფესიონალური გახმოვანებითაა ხელმისაწვდომი. იმისათვის, რომ აუდიო წიგნებს მოუსმინოთ, უნდა ჩამოტვირთოთ "გუდაბუქსის" აპლიკაცია. აპლიკაციის საშუალებით კი ნებისმიერი წიგნის არჩევას და მოსმენას შეძლებთ.