მალვინა, გოგონა ცისფერი თმით. როგორც ჩანს, მხოლოდ ბურატინო არ იყო მასზე შეყვარებული. პატარა ტატიანა პროცენკომ მომხიბვლელი თოჯინას როლი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი მჭიდრო კავშირში იყო კინემატოგრაფიასთან, საბჭოთა კავშირის დოკუმენტური ფილმების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, 6 წლის გოგონა შემთხვევით მოხვდა შესარჩევ ეტაპზე. ის მატარებელში რეჟისორის ასისტენტმა ლეონიდა ნეჩაევამ შენიშნა. ბავშვი ძალიან მოეწონა და პატარა ტანია როლზე დაამტკიცა.
მალვინას შემდეგ ტატიანას წითელქუდას როლი უნდა ეთამაშა. სპეციალურად მისთვის დაწერეს სცენარი, მაგრამ გადაღებების წინ გოგონა ველოსიპედიდან გადმოვარდა და ზურგის სერიოზული ტრავმა მიიღო. ამის შემდეგ მისთვის კინოს გზა ჩაიკეტა და ის მხოლოდ ერთი როლის მსახიობად დარჩა.
თუმცა, პროცენკოს კინოს სამყაროს დატოვება არ სურდა.
სკოლის დასრულების შემდეგ, ის კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, გახდა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი. პირველი ქორწინებიდან 1999 წელს ქალიშვილი შეეძინა, თუმცა, ქმარს მალევე, ღალატის გამო გაშორდა.
ტატიანა ნამდვილ სიყვარულს ალექსეი ვოიტიუკის მოგვიანებით შეხვდა. მას ივანუშკას სახელით იცნობენ ზღაპრიდან "წვიმის შემდეგ, ხუთშაბათს..." წყვილს ვაჟი შეეძინა, ახლა ის 17 წლისაა.
ტატიანამ 50 წლის იუბილეზე საშინელი დიაგნოზის შესახებ შეიტყო. სიმსივნე დაუდგინდა, რომელსაც 3 წლის განმავლობაში ებრძოდა. ოპერაციის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, თუმცა, დაავადება არსად გამქრალა.
საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი გოგონა ცოტა ხნის წინ, 2021 წლის 19 მაისს გარდაიცვალა.