სფეისი პირველი ქართული ციფრული ბანკია. ჩვენ ვმუშაობთ 24/7-ზე და არ გვაქვს ფილიალები, რაც გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ ძალიან მაგარი საბანკო პროდუქტები - მათ შორის სფეისის სწრაფი ონლაინ სესხი. თუ ჯერ არ ხარ სფეისელი, გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია ამ ბმულით ან შენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი აპსთორიდან. ამის შემდეგ გაიარე რეგისტრაცია რაც ჯამში 3 წუთზე მეტს არ წაგართმევს, ამას ნამდვილად გპირდებით. 3 წუთში უკვე სფეისელი ხარ.
თუ კი სწრაფი სესხი გჭირდება და მას ონლაინ ეძებ, შესაფერისი ონლაინ სესხი სწორედ სფეისში შეგიძლია იპოვო, ეხლა ჩამოგითვლი 8 მიზეზს, თუ რატომ უნდა შეაჩერო არჩევანი სფეისის სწრაფ სესზე.
1. სესხი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან
უკვე იცი რომ ონლაინ სესხი 24/7-ზე და ნებისმიერი ქვეყიდან შეგიძლია მოითხოვო. ამიტომ თუ დასასვენებლად ხარ, სანაპიროზე წამოწოლილი, პირდაპირ შეზლონგიდან შეგიძლია აიღო სესხი.
2. არანაირი საკომისიოები
სფეისში საკომისიო გადასახადებს არ ვცნობთ, რა თქმა უნდა, ეს ონლაინ სესხსაც ეხება. გაცემის საკომისიო არ გვაქვს, ასევე არ გვაქვს წინსწრებით დაფარვის ჯარიმა. თუ საჭირო თანხა ჩაგივარდა ხელთ, შეგიძლია სესხი თავისუფლად დაფარო წინასწარ.
3. არანაირი ახსნა განმარტებები
სწრაფ სესხზე რომ აკეთებ განაცხადს, ზედმეტ დროს მიზეზების გამოკითხვაში არ გართმევთ. სხვა დროს რომ ბანკში კრედიტ ოფიცერს ვუხსნით თუ რატომ გვჭირდება სესხი, სფეისში ასეთი უხერხული კითხვებით არ გაწუხებთ.
4. სესხი სწრაფად, და შენი პირობებით
ონლაინ სესხს რომ იღებ სფეისის აპლიკაციიდან, გადახდის რიცხვს თავად ირჩევ. ამიტომ ხელფასი თუ თვის დასაწყისში გერიცხება, გადახდის რიცხვის ამის მიხედვით შეგიძლია მოარგო სესხის კალენდარს.
5. თავად აირჩიე შენი ყოველთვიური გადასახადი
რიცხვის არჩევასთან ერთად, ყოველთვიურ შენატანსაც შენით ირჩევ. სესხი შეგიძლია 48 თვემდე გადაანაწილო, და გადასახადიც ისეთი გადაანაწილო, რომ ხელი არ შეგიშალოს ამ გადასახადმა სხვა მიზნების და სურვილების ასრულებაში.
6. დაიმატე სესხი ნებისმიერ დროს
თუ კი ონლაინ სესხი ერთხელ აიღე, და კიდევ გინდა დამატება, ესეც ძალიან მარტივად ხდება სფეის აპლიკაციიდან, უბრალოდ გაითვალისწინე, რომ სესხი 100-დან 50,000 ლარამდე შეგიძლია აიღო.
7. დაისვი თანხა ნებისმიერ ბარათზე
სფეისში ონლაინ სესხს რომ იღებ, სესხი შეგიძლია ნებისმიერი ბანკის ბარათზე დაისვა, და არ ხარ ვალდებული სფეისის ბარათზე დაირიცხო. მაგრამ პირობას გაძლევ, თუ სფეის ბარათის უპირატესობებზე და აქციებზე მეტს გაიგებ, აუცილებლად მოგინდება მისი გამოყენება.
8. აიღე ონლაინ სესხი 5 წუთში
ონლაინ სესხის აღების პროცესი, თავიდან ბოლომდე, ბარათზე დარიცხვამდე - 5 წუთზე მეტ დროს არ წაგართმევს. სულ რაღაც 5 წუთში შეგიძლია შეუდგე სასურველ საქმიანობას.
იმედია, ეს 8 მიზეზი მომხიბვლელი იყო შენთვის და მალე გახდები სფეისელი!