ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი და იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი თავიანთი ვაჟის - ბაგრატის გაქრისტიანების შესახებ წერენ სოციალურ ქსელში და აქვეყნებენ ფოტოებს ნათლობის ცერემონიიდან.
"გაქრისტიანდა ჩვენი ბაგრატი.
უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლოკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ორშაბათს 31 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა ჩვენი ბაგრატის ნათლობა.
ნათლობის საიდუმლო აღასრულა მეუფე დავითმა, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი.
ბაგრატს ნათლობის სახელი ეწოდა, ერთიანი საქართველოს პირველი მეფე, წმიდა კეთილმსახური მეფე ბაგრატ III, საქართველოს გამაერთიანებელისა.
(ხსენების დღე 20 მაისი).
ბაგრატ III საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა.
ნათლობის შემდეგ, იუნესკოს პროექტის 'სვეტიცხოვლის ეზოს განაშენიანების' ფარგლებში, ბაგრატის სახელზე დაირგა ზეთისხილის ათასწლოვანი ხე, მისი უწმინდესობის ზეთისხილის ხის გვერდით, რაც ჩვენთვის დიდი პატივია.
პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ნათლობის ცერემონია წარიმართა ყველა წესის დაცვით, ტაძარში მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნა ადამიანების ძალიან ცოტა რაოდენობა და დისტანციის დაცვა. ასევე, თითოეულ იმ ადამიანს ვინც ესწრებოდა ნათლობას, ჩაუტარდა ტესტირება 1 დღით ადრე PCR მეთოდით.
ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებულია".