აღშფოთებული სალომე გოგიაშვილი, რომელმაც აივნიდან მოზარდების საშიში გადაადგილება დაინახა, ფეისბუქში ემოციურ პოსტს წერს და პატრულს უმოქმედობაში ადანაშაულებს. რამ გაახსენა სამი შვილის დედას შაქარაშვილის საქმე, მისივე სტატუსიდამ შეიტყობთ.
"მაპატიეთ ემოციური პოსტისთვის, მაგრამ დღეს მე და ჩემი მეგობრები რომ არა, არ ვიცი ეს ბავშვები დაბრუნდებიდნენ თუ არა სახლში ცოცხლები! ეს კადრი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ეს ბავშვები სჩადიოდნენ, ჩვენ მოპირდაპირე სახლში ვისხედით აივანზემ როდესაც ბავშვები გამოჩნდნენ. რას ცდილობდნენ, ვერ გავიგე, მარტო იმას ვყვიროდით, უკან შედით-თქო, ზოგი დარბოდა მოაჯირზე, ზოგი ასე იქნევდა ფეხს და ზოგი მთელი ტანით იწეოდა. რომ მივხვდით, უშედეგო იყო ყვირილი, დავრეკე 112-ზე საშველად. მეგონა, პატრული რეაგირებას მოახდენდა და სულ ახლა მიტრიალებს იმ ბავშვის სიტყვები, შაქარაშვილის საქმიდან, ბოლოს დავრეკე და გავაუქმეო, მორჩა ყველაფერი და რაღა აზრი ჰქონდაო... ზუსტად იგივე - ნახევარი საათი ველოდეთ და კაციშვილი არ გამოჩენილა. რამიშვილის ქუჩაზე ხდება, არ დაგავიწყდეთ, სადაც ერთი წუთის გზაზეა პოლიცია.... ვაქვეყნებ კადრს მხოლოდ იმიტომ, რომ იქნებ ვინმემ ამოიცნოს თავისი შვილი და მეტი ყურადღება მიაქციოს. მე ისე ცუდად ვარ, სულ ვკანკალებ. ეს იყო "უჟასი". ამის ყურება, რომ არ იცი, როდის გადმოვარდება... დედა ვარ, მაპატიეთ და 10000-მაგად იმოქმედა ამ ბავშვების დაუფიქრებელმა საქციელმა...
რაც შეეხება პატრულს, ვაქვეყნებ, რომ იცოდეთ, ფეხზე დაკიდება აღარ მოსულა ამ ქვეყანაში, ბევრია ჩემნაირი, რომელიც არ გაპატიებთ და არ გაჩუმდება, გვეყო ამდები ბავშვის სიკვდილი თქვენი უმოქმედობის გამო..."
თეკლა ჟვანია