ჩუტყვავილას ანჯელინა ჯოლიც ვერ გაექცა - ბავშვებმა ვარსკვლავს ბატონები გადასდეს - მშობლები

ჩუტყვავილას ანჯელინა ჯოლიც ვერ გაექცა - ბავშვებმა ვარსკვლავს ბატონები გადასდეს

2014-12-13 15:08:04+04:00

ცნობილმა მსახიობმა ვიდეომიმართვა გაავრცელა ცნობილ მსახიობს ჩუტყვავილა დაემართა. სპეციალურ ვიდეომიმართვაში გაუმხილა თაყვანისმცემლებს, თუ რატომ ვერ გამოჩნდება გარკვეულ ხანს საზოგადოებაში და ვერ დაესწრება დაგეგმილ ღონისძიებებს. სავარაუდოდ, ბატონები მსახიობს შვილებმა გადასდეს.

"ძალიან მოვიწყენ და ალბათ ქავილი გამაგიჟებს. ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი ფილმის პრემიერას ვერ დავესწრები... მაგრამ რა ვქნა, ასეთია რეალობა", - აღნიშნა ენჯიმ.