კახი კავსაძე დღეს 86 წლის გახდებოდა. დღეს მისი გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით მისი შვილიშვილი ირინა კავსაძე ემოციურ პოსტს ავრცელებს და პატარა ვიდეოს ლეგენდარული კახის მონაწილეობით:
"კახო 86. პირველი დაბადების დღე უშენოდ და აი, ასე დაამთხვიე - 40. ძალიან დიდი სიჩუმე და სიცარიელე დატოვე, მაგრამ ვიცი, რომ იქ შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად მასხარაობ იმ არაჩვეულებრივ თეატრში.
უზომოდ მიყვარხარ და მაკლიხარ, ბაბუშკო".