სად გადაჰყავთ ნინოწმინდის პანსიონიდან არასრულწლოვნები და რატომ ასაჩივრებს საპატრიარქო ამ გადაწყვეტილებას
სად გადაჰყავთ ნინოწმინდის პანსიონიდან არასრულწლოვნები და რატომ ასაჩივრებს საპატრიარქო ამ გადაწყვეტილებას

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნა­ტი­დან ბავ­შვე­ბის გაყ­ვა­ნის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, ამავდროულად ვრცელდება საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც ნატქვამია, რომ გაასაჩივრებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში აღნიშნულია, რომ სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტომ ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნი­დან ჯამ­ში 11 არას­რულ­წლოვ­ნის გა­მოყ­ვა­ნა უზ­რუნ­ველ­ყო, რო­მელ­თა შო­რის 1 შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე ბავ­შვია.

სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ სა­ა­გენ­ტოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფორ­მე­ბი, სა­დაც ბავ­შვე­ბის გა­დაყ­ვა­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, უკვე მო­ძი­ე­ბუ­ლი აქვს, კერ­ძოდ, ეს ეხე­ბა ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას, მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებ­სა და მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში გან­თავ­სე­ბას.

"სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­სა და ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნა­ტი­დან ბავ­შვე­ბის გა­მოყ­ვა­ნას მათი სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აგ­რძე­ლებს.

ამას­თა­ნა­ვე, 2021 წლის 5 ივ­ნი­სის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის დრო­ე­ბი­თი გან­ჩი­ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცე­სი - ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნა­ტი­დან შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე ბავ­შვე­ბის გა­მოყ­ვა­ნის ნა­წილ­ში უკე და­წყე­ბუ­ლია.

ამ დრო­ის­თვის სა­ა­გენ­ტომ, რო­გორც მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნომ, კი­დევ 5 არას­რულ­წლო­ვა­ნი ზრუნ­ვის სხვა ფორ­მა­ში უკვე გა­და­იყ­ვა­ნა.

სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტომ ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნი­დან ჯამ­ში 11 არას­რულ­წლოვ­ნის გა­მოყ­ვა­ნა უზ­რუნ­ველ­ყო, რო­მელ­თა შო­რის 1 შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე ბავ­შვია.

ად­გილ­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გე­ბის ჯგუ­ფი, რო­გორც დღის, ასე­ვე ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.

ამ ეტაპ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტოს არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის ზრუნ­ვის სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფორ­მე­ბი უკვე მო­ძი­ე­ბუ­ლი აქვს. ეს ეხე­ბა ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას, მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებ­სა და მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში გან­თავ­სე­ბას.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი ბავ­შვე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის
გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თა და დაც­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფოს უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტეტს ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბი­სა და მათი სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სის დაც­ვა წარ­მო­ად­გენს. ამ პრინ­ცი­პებ­ზე დაყ­რდნო­ბით სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტო ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ონ­ში მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო კი სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებს, რო­მე­ლიც ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნი­დან ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცესს ეხე­ბა.

ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­აბსთან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­სა­მარ­თლო­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იქ მყოფ არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე უღირ­სი მო­პყრო­ბის და ძა­ლა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

ამას­თან, სა­პატ­რი­არ­ქო მი­იჩ­ნევს, რომ პან­სი­ო­ნი­დან ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის გაყ­ვა­ნის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ბავ­შვე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რესს.

  1. გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ონ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ო­ბა­ზე ჩვენ­თვის არა­ვის მო­უ­მარ­თავს და იგი მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი. ამი­ტო­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ვერ­თეთ. ამ­ჟა­მად ვი­თა­რე­ბა შეც­ვლი­ლია. იქ სოც­მუ­შა­კე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან და ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­ზე სა­დღე­ღა­მი­სო დაკ­ვირ­ვე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ეკ­ლე­სია კვლა­ვაც ითა­ნამ­შრომ­ლებს სა­თა­ნა­დო უწყე­ბებ­თან და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით.
  2. ამას­თან, ვა­ცხა­დებთ, რომ გა­ვა­სა­ჩივ­რებთ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ეხე­ბა ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნი­დან ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცესს, რად­გან სა­სა­მარ­თლო­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იქ მყოფ არას­რულ­წლოვ­ნებ­ზე უღირ­სი მო­პყრო­ბის და ძა­ლა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ; აგ­რეთ­ვე, პან­სი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და პერ­სო­ნალს არ მის­ცე­მია შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია.
  3. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა დრო­უ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად მო­ახ­დი­ნონ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა, რათა სა­მარ­თლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცეს მოვ­ლე­ნებს.
  4. ვთვლით, რომ პან­სი­ო­ნი­დან ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის გაყ­ვა­ნის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ბავ­შვე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რესს, რად­გან არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის მიერ იქ არ­სე­ბუ­ლი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა და არც სა­თა­ნა­დო დას­კვნა და­დე­ბუ­ლა კომ­პე­ტენ­ტუ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ. ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ით, გა­დაყ­ვა­ნის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და ნაჩ­ქა­რე­ვი პრო­ცე­სი მხო­ლოდ და­ა­ზა­რა­ლებს აღ­საზ­რდე­ლებს და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის მათი უფ­ლე­ბე­ბის სა­თა­ნა­დო დაც­ვას­თან.
  5. მიგ­ვაჩ­ნია, რომ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის უფ­ლე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მი­უმხრო­ბე­ლი და მათ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რათა არ მოხ­დეს, ერთი მხრივ, არას­რულ­წლო­ვან­თა ტრამ­ვი­რე­ბა და, მე­ო­რე მხრივ, მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ან­ტი­ეკ­ლე­სი­უ­რი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­ი­სა­თის”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.
251
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები