თინა ხიდაშელმა კორონავირუსი საკმაოდ რთულად გადაიტანა. "ეს არის დაავადება, რომელმაც ბოლომდე უნდა გაგანადგუროს და თუ შეძელი, აქედან უნდა დაიწყო ამოძრომა... თუ ამოძვერი" - ამბობს ის გადაცემა "პოსტ ფაქტუმში", სადაც დაწვრიოლებით საუბრობს თუ როგორ გადაიტანა დაავადება და როგორ მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია. მისი თქმით, ყველაზე რთულად ფილტვებში მიმდინარეობდა პროცესი, მაგრამ ვითარებდა თანდადათა კიდევ უფრო დამძიმდა, როცა ნელ-ნელა დაავადებამ ყველა ორგანო ჩაითრია. "ღვიძლი სერიოზულად იყო დაზიანებული, თირკმელი დღესაც დიდ პრობლემებს მიქმნის, სახეზე კი დამემართა დაავადება, რომელმაც საშინელი გასიების გარდა, გამოიწვია დეფორმაცია, რომელიც ჯერ არ ვიცით, როგორ აღდგება. თმა აღარ ამომდის. 4 თვის წინ შევიღებე და არცერთი სანტიმეტრით არ მაქვს ამოსული ჩემი თმა... ექიმმა მითხრა, რაც ათ პაციენტს დაემართა სხვადასხვა გართულების სახით, შენ ყველა ერთად დაგემართაო" - ამბობს თინა ხიდაშელი, რომელსაც დამოუკიდებლად წამოდგომა და გადაადგილება დღესაც არ შეუძლია.
"ყოველ დილით ყვირილით ტკივილით ვიღვიძებდი, ყველანაირ გამაყუჩებელს ვიკეთებდი და რეაქცია არ ჰქონდა" - ამბობს ის.