ბებიების პატივსაცემად დარქმეული სახელი და განსაკუთრებული სამშობიარო - პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი ეყოლათ
ბებიების პატივსაცემად დარქმეული სახელი და განსაკუთრებული სამშობიარო - პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი ეყოლათ
2 წლის არჩი ჰარისონ მაუნტბეტენ უინძორის შემდეგ, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი მეორედ გახდნენ მშობლები. გოგონას ლილიბეტ დიანა მაუნტბეტენ-უინძორი უწოდეს - ელისადებ დედოფლის დიდი ბებიის პატივსაცემად, რომელსაც ბავშვობაში ლილიბეტს ეძახდნენ და რა თქმა უნდა, პრინც ჰარის დედის - პრინცესა დიანას პატივსაცემად. 

გოგონა 4 ივნისს დაიბადა კალიფორნიის შტატში, სანტა-ბარბარას კოტეჯ ჰოსპიტალში. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ მეგანი სახლში იმშობიარებდა, თუმცა საბოლოოდ განსაკუთრებული სამშობიარო აირჩია. ეს კლინიკა ქალების მიერ არის დაარსებული და ფემინისტურად განწყობილი მეგანისთვის უკვე დიდ პლუსად მიიჩნეოდა. თანაც, მონტესიტოში მათ
სახლთან ახლოს არის. ამ კლინიკაში ფიზიოლოგიური მშობიარობა 10 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს, საკეისრო კვეთა კი - 20 ათასი გირვანქა სტერლინგი.

ჰარისა და მეგანის ქალიშვილია მერვეა ტახტის მემკვიდრეთა რიგში და პირველი ბავშვია ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში, რომელიც ამერიკაში დაიბადა. 

ცნობისათვის, წყვილი რა ხანია ამერიკაში ცხოვრობს, მას მერე, რაც გამოაცხადეს, რომ უარს ამბობდნენ სამეფო ოჯახის უფროსი წევრების სტატუსისგან და ფინანსური დამოუკიდებლობა მოისურვეს. 

1800
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ana
1
ამათ ძალინ ეშინიათ ტიტულების დაკარგვის, თორემ რაც ამათმა სამეფო ოჯახზე ილაპარაკეს და კიდევ დედოფლის სახელი დაარქვეს თავიანთ შვილს, ყოველნაირ უტოფრობას სცდება ეს საქციელი. ბავშვს ჯანმრთელობას და გამძლეობას ვუსურვებ ასეთი მშობლების ხელში
21:57 / 07-06-2021
მსგავსი სიახლეები