სფეისის სწრაფი სესხი - არ დაელოდო, აიხდინე სურვილები დღესვე
სფეისის სწრაფი სესხი - არ დაელოდო, აიხდინე სურვილები დღესვე

სწრაფი ონლაინ სესხის შესაძლებლობები

გაიხსენე რამდენი სურვილი დაგიგროვდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ახლა დათვალე რამდენი სურვილი აიხდინე ამ სიიდან? თუ ხვდები რომ სურვილების სია შეგევსო და დროა მათ ასრულებაზე ზრუნვა დაიწყო, მაშინ იმის დროც დადგა რომ სფეისის სწრაფი სესხი გაგაცნო.
სფეის სწრაფი სესხი არის უბრალო სამომხმარებლო სესხი, რომელიც შეგიძლია გამოყენო ნებისმიერი მიზნით, ჩვენ არ გეკითხებით რაში დაგჭირდა ფული. ის შეიძლება იყოს შვებულება, მოახლოებული დღესასწაული ან უბრალოდ სასურველი ნივთის შეძენა. არ დაივიწყო შენი სურვილები და გამოცადე სფეისის ონლაინ სესხი.

რა
უნდა გაითვალისწინო სწრაფი სესხის აღებამდე?

სესხის აღება დამატებითი პასუხისმგებლობაა და ასევე ვალდებულება ბანკის წინაშე, შესაბამისად მნიშვნელოვანია კარგად შეარჩო შენთვის ყველაზე შესაფერისი პირობების მქონე სესხი, კარგად აწონ-დაწონო და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება.
პირველ რიგში, მოიფიქრე ზუსტად რა თანხა გესაჭიროება. თუ მოითხოვ იმ თანხაზე მეტს, რაც რეალურად გჭირდება, რადგან მეტი თანხა ნიშნავს მეტ ვალდებულებას და ამიტომ უმჯობესია წინასწარ დათვალო ზუსტად სასურველი თანხის რაოდენობა.
მოიფიქრე რამდენ ხანში შეძლებ თანხის გადახდას და ეცადე რომ ეს პერიოდი მაქსიმალურად რეალისტური იყოს, რადგან არ შეგექმნას შემდგომ დისკომფორტი და მარტივად შეძლო ფინანსების გადანაწილება.
შეამოწმე შენი საკრედიტო ისტორია და თუ აღმოაჩენ რომ შენი საკრედიტო ქულა არ შეესაბამება სესხის პირობებს, იზრუნე მის გამოსწორებაზე.
გაითვალისწინე რომ
ეფექტური და ნომინალური საპროცენტო განაკვეთები
განსხვავდება ერთმანეთსგან, შესაბამისად მნიშვნელოვანია წინასწარ გაერკვე ამ დამაბნეველ ტერმინოლოგიაში და ამის მიხდევით შეაფასო შენი სესხის საპროცენტო განაკვეთის ხელსაყრელობა.


რას ნიშნავს ეფექტური ან ნომინალური საპროცენტო განაკვეთი?

ფინანსური ორგანიზაციები სამომხმარებლო სესხის შეთავაზებისას ხშირად გვეუბნებიან პროცენტს, რომელიც სესხის აღების პროცესის დასრულების დროს უცბათ იზრდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ნომინალური პროცენტი უფრო ხშირად გვესმის ხოლმე ვიდრე ეფექტური.
სესხის ეფექტური პროცენტი არის რეალური, საბოლოო პროცენტი რომელსაც იხდი, ანუ ნომინალურ პროცენტს დამატებული ყველა საკომისიო, როგორებიცაა:
  • სესხის დამტკიცების საკომისიო
  • სესხის გატანის საკომისიო
  • წინსწრებით დაფარვის საკომისიო
  • ყოველთვიური სადაზღვევო პრემიები
  • ბარათიდან თანხის განაღდების საკომისიო და ა.შ.
სწორედ ასეთი დეტალების გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების მქონე საფინანსო ორგანიზაცია შევარჩიოთ, ამიტომ სანამ სესხის აღებას გადაწყვეტ დააზუსტე ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და შეადარე ისინი სხვა სესხის პირობებს.

რატომ სფეის სესხი?

სესხის აღების პროცესი ძალიან მარტვია, უბრალოდ აწვები აპლიკაციაში (+) ღილაკს და მიჰყვები პროცესს, სრულიად ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, რაც მთავარია 2 წუთში.
სფეის სწრაფი სესხის უპირატესობები:
-სესხის მოთხოვნიდან, პასუხს მიიღებ სულ რამდენიმე წუთში
- არ იხდი ზედმეტ საკომისიოს, იხდი მხოლოდ თანხას და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც სესხთან ერთად დაგიმტკიცდა
- წინსწრებით დაფარვა ჩვენთან არ ჯარიმდება. თუ უცბათ საჭირო თანხა გამოგიჩნდა და გსურს სესხის დაფარვა, შეგიძლია ეს თავისუფლად გააკეთო, ისე რომ არც ერთი თეთრით ზედმეტი არ გადაიხადო
- ყოველთვიური თანხის რაოდენობას ირჩევ შენ და ასევე ირჩევ თარიღს, როდის გსურს სესხის დაფარვა
თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდგომ გადაწყვიტე სფეისში სწრაფი სესხის აღება, მაშინ ამ ბმულზე გადადი და დაიწყე სესხის აღების პროცესი.

40
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი