სიახლეებიკალეიდოსკოპი
როგორ გავასუფთაოთ ბავშვის საწოვარა, ბოთლი და სათამაშოები უსაფრთხო სადეზინფექციო საშუალებით?
როგორ გავასუფთაოთ ბავშვის საწოვარა, ბოთლი და სათამაშოები უსაფრთხო სადეზინფექციო საშუალებით?
არაფერია იმაზე უფრო პრიორიტეტული, ვიდრე ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რისთვისაც ყველა საყოფაცხოვრებო დეტალს ვაქცევთ ყურადღებას: ვითვალისწინებთ თეთრეულისა და ტანსაცმლის ხარისხს, უსაფრთხო სარემონტო მასალებსა და ავეჯს, ეკოლოგიურად სუფთა საკვებს, თუმცა შესაძლოა, სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია არ გვქონდეს.
ალბათ, პედიატრისგან მოგისმენიათ, რომ ბავშვის სათამაშოები, ბოთლი, საწოვარა და სხვა ხშირად მოხმარებადი ნივთები სტანდარტული საწმენდი საშუალებებით არ უნდა გავასუფთაოთ. მაგალითად, დაუშვებელია, ბავშვის ჭურჭლისთვის გამოვიყენოთ სტანდარტული სარეცხი საშუალებები, რომლის ნაწილსაც რეკომენდაციაში ისიც კი უწერია, რომ ნახევარი საათის განმავლობაში გამდინარე წყალი სჭირდება, რომ მისი მოლეკულები
ზედაპირს სრულად მოცილდეს.

მაშინ როგორ უნდა დავასუფთაოთ ბავშვის ხშირად მოხმარებადი ნივთები?

ბავშვის სათამაშოებისთვის პერიოდულად დეზინფექციის ჩატარება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარას ყველა ნივთის პირში ჩადების სურვილი აქვს. ბაზარზე არსებული სადეზინფექციო საშუალებების ძირითადი ნაწილი ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს და დიდი სიფრთხილით უნდა მოვიხმაროთ, ხოლო საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ მაშინ, როცა ბავშვს ეხება საქმე.
მავნე ნივთიერებებს შორის არის ქლორამინი, რომელიც იწვევს თვალების, ცხვირი, ყელისა და ფილტვების გამოშრობას. მართალია, ლიცენზირებული სადეზინფექციო საშუალებები გონივრული რაოდენობის ქლორამინით ხასიათდება, მაგრამ ისინი ბავშვებისთვის მაინც საზიანო შეიძლება გახდეს.
აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად შვეიცარიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც შვეიცარიის გარდა საფრანგეთში, სინგაპურსა და ახლა უკვე საქართველოში ადგილობრივ ბაზარზეა ხელმისაწვდომი.

ეს არის მოწყობილობა „აქუამა“, რომლის ტექნოლოგია მარილის წყალხსნარის
ელექტროლიზის ქიმიურ პროცესს ეფუძნება. აღნიშნულ პროცესში სიახლე არაფერია და ქიმიკოსებმა ის ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ აღმოაჩინეს. ელექტროლიზის მიმდინარეობისას, მარილის წყალხსნარში ელექტრული დენის გატარებით, ვიღებთ ატომურ ჟანგბადს — ეფექტურ ანტისეპტიკს. ატომური ჟანგბადი ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმშიც, როგორც ყველაზე ეფექტური ოქსიდანტი სხვადასხვა ინფექციისგან თავის დასაცავად.
„აქუამას“ 2 რეჟიმი აქვს: საწმენდი და სადეზინფექციო. ხსნარის დასამზადებლად, დაგჭირდება მხოლოდ 3 უვნებელი ელემენტი — წყალი (ონკანის, მინერალური ან გამოხდილი), ქიმიურად სუფთა მარილი და ელექტროენერგია.

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი და ქიმიის სახელმძღვანელობის ავტორი ლია თევზაძე განგვიმარტავს, რომ „აქუამას“ ტექნოლოგია ბავშვის ნივთების სადეზინფექციოდ აბსოლუტურად უსაფრთხოა და არ არსებობს შანსი იმისა, რომ ორგანიზმში რაიმე მავნე ნივთიერება მოხვდეს.
mshoblebi
„მოგეხსენებათ, ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალებები ბავშვის ბოთლის, საწოვარას თუ სხვა ნივთების გასარეცხად არ გამოიყენება. „აქუამას“ კი აღნიშნული ნივთების სადეზინფექციოდ უპრობლემოდ ვიყენებთ და არანაირი საშიშროება არ არსებობს“, - აღნიშნავს ის.
ქიმიკოსის თქმით, „აქუამას“ შემთხვევაში გამოყენებულია ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი იმიტაცია:
„ადამიანის ორგანიზმი რადიკალების დაშლით ატომურ ჟანგბადს გამოყოფს, თუ საჭიროა, გამოყოფას შეამცირებს ან გააძლიერებს. თუ რადიაცია წამოვიდა და საფრთხე დაემუქრა, ატომური ჟანგბადი ამას აუვნებლებს. „აქუამა“ ბუნებრივი მეთოდის იმიტაციაა, ოღონდ ელექტრული დენია გამოყენებული“, - განმარტავს ლია თევზაძე.
უნდა აღინიშნოს, რომ „აქუამას“ შესაძლებლობები მხოლოდ ბავშვის ნივთების დეზინფექციით არ შემოიფარგლება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის არ შეიცავს ქლორამინს და ადამიანის ორგანიზმისთვის სხვა მავნე ნივთიერებებს, შესაბამისად, შეგვიძლია, წყალთან თავსებადი ნებისმიერი ნივთის გასაწმენდად გამოვიყენოთ, იქნება ეს ბოსტნეული, სამზარეულოს, აბაზანის, ავეჯის ზედაპირი და სხვა. „აქუამა“ არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებს, კონსერვატებს, რაც გვხვდება სტანდარტული სადეზინფექციო საშუალებების უმრავლესობაში.
mshoblebi
მოგეხსენებათ შვეიცარია და ევროკავშირის ქვეყნები მაქსიმალურად ეკო და გარემოსთვის და ადამიანისთვის უსაფრთხო ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული. „აქუამას“ შექმნაც ამის შედეგია.
ევროკავშირის ქვეყნების მიერ აღიარებული პროდუქტს შეგვიძლია, თამამად ვენდოთ, რადგანაც როგორც აღვნიშნეთ, ისინი უსაფრთხოებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, სადეზინფექციო საშუალებების ძირითადი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ბოთლებშია მოქცეული, რომლის დეგრადირებასაც ასობით წელი სჭირდება. „აქუამა“ კი მრავალჯერადი და მრავალწლიანი გამოყენების მქონე ტექნოლოგიაა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხარჯების დაზოგვის და მთელი ოჯახის და განსაკუთრებით, მისი ყველაზე პატარა წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალებას გვაძლევს.
ბეჭდვა