ე.წ. მაუგლის მეთოდი ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშად ცნეს - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნა
ე.წ. მაუგლის მეთოდი ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშად ცნეს - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნა
ქეთევან მერებაშვილისა და მისი საქმიანობის, ე.წ. "მაუგლის ვარჯიშების" შესახებ, ჩვენ უკვე ვწერდით (რას ამბობს ექიმი, რომლის მეთოდსაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა და რა კომენტარს აკეთებს ორთოპედი). ამჯერად გთავაზობთ საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო დასკვნას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით:

"საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეისწავლა მცირეწლოვანი ბავშვების თვითნებური ე.წ. „მაუგლის მეთოდით“ მკურნალობის საკითხი და უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა.
შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას, რასაც განსაკუთრებით მათ ადრეულ
ასაკში, მძიმე და შეუქცევადი გართულებების განვითარება შეიძლება მოჰყვეს. აღნიშნული მეთოდის განმახორციელებელ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ პედიატრიის საექიმო სპეციალობის ექსპერტის შეფასებით, ე.წ. „მაუგლის ვარჯიშების“ შესახებ დეტალური ინფორმაცია არსად არ მოიპოვება. უცნობია, თუ რას ემყარება ეს მეთოდი, არის თუ არა სადმე აღწერილი და აქვს თუ არა მას რაიმე თეორიული თუ პრაქტიკული საფუძველი. ხოლო, ის კადრები, რაც ინტერნეტ-სივრცეში და სატელევიზიო გადაცემებში ვრცელდება, მიუთითებს, რომ ეს არის ძალზე აგრესიული მოძრაობების ნაკრები, რომელიც ხორციელდება ახალშობილობის ასაკიდან და რომელიც ბავშვის თავის ტვინის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებების მაღალი რისკის შემცველია და შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა.
ექსპერტის თქმით, თავის ტვინის ტრავმა ისეთმა თითქოს უბრალო გართობამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც
თამაშის მიზნით ბავშვის ჰაერში აგდება და დაჭერაა. თავის ტვინსა და თავის ქალას ძვლებს შორის მცირე სივრცეა, შენჯღრევა იწვევს თავის ტვინის უხეშ შეხებას ძვლებთან და მის ტრავმირებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა, მისი შეშუპება და სიკვდილიც კი (შემთხვევათა 13-23%-ში). გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ძვლების და რბილი ქსოვილების დაზიანება, ხერხემლის მალების მოტეხილობა, თვალის ბადურაში სისხლჩაქცევა, რამაც მხედველობის გაუარესება ან მისი დაკარგვა გამოიწვიოს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საზოგადოებას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს მსგავსი ტიპის ჩარევებს და არ შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე.
ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მუდმივი მონიტორინგი ანხორციელოს, მსგავსი პრაქტიკების გავრცელების პრევენციისა და შემთხვევებზე დროული რეაგირების მიზნით", - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

altრას ამბობს ექიმი, რომლის მეთოდსაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა და რა კომენტარს აკეთებს ორთოპედი


2832
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
beko
1
ბევრ ბავშვს განუვითარდა დარღვევები . მჯაგალითად : კოორდინაციის დარღვევა , გონების დაკარგვა და ა.შ
12:35 / 08-06-2021
კკ
2
ამ ადამიანების მესმის, ფულის შოვნის შედარებით იოლი გზაა, მაგრამ მშობლებს მეტი დაფიქრება მართებთ, მით უმეტეს ტრამვების ხშირი შემთხვევებია დაფიქსირებული.
16:42 / 07-06-2021
მსგავსი სიახლეები