როგორი ზაფხული გველოდება - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან
როგორი ზაფხული გველოდება - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან
გარემოს ეროვნული სააგენტო ზაფხულის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტემპერატურა ცალკეულ რაიონებში 40 გრადუსამდე მოიმატებს. პროგნოზს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +21, +23; მთაში +19, +21; მაღალ მთაში +15, +17; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21 +23; მთაში +17, +19; მაღალ მთაში +14, +16 გრადუსს  შეადგენს.

ზაფხულის სეზონის ნალექების ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 250-600 მმ, მთასა და მაღალ მთაში 200-300 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 120-180 მმ, მთასა და მაღალ მთაში 120-200 მმ-ის ფარგლებშია.

სეზონის ამინდის პროგნოზი


2021 წლის ზაფხულის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი
ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი.

ატმოსფერული ნალექების რაოდენობა, სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე - ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი.

სპეციალისტები სეზონის განმავლობაში,  ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას  +37, +40; მთიან რაიონებში +36, +39, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ, რისი პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი."




4498
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები