წარმოშობით ქართველმა ვარსკვლავმა გრიგორი ლეფსმა რუსი ჟურნალისტი საჯაროდ გალანძღა - სკანდალი მოსკოვურ წვეულებაზე
წარმოშობით ქართველმა ვარსკვლავმა გრიგორი ლეფსმა რუსი ჟურნალისტი საჯაროდ გალანძღა - სკანდალი მოსკოვურ წვეულებაზე
რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი მომღერალი გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე) მორიგ სკანდალში გაეხვა. მოსკოვში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე, როგორც თვითმხილველები ყვებიან, ჟურნალსტი ქალბატონი მასთან ძალიან გამომწვევად იქცეოდა. ჯერ ცდილობდა, ისეთი შეკითხვები დაესვა, რითაც მას შეურაცხყიფას მიაყენებდა, მერე კი ფლირტი დაუწყო.

ლეფსმა გადაწყვიტა, საჯაროდვე მიეჩინა მისთვის ადგილი და მოსთხოვა, დაეცვა სუბორდინაცია: "მე შენი მეგობარი არ ვარ და არც ქმარი. თავაზიანად მელაპარაკე", - მიმართა ჟურნალისტს. თუმცა ის არ მოეშვა და ლეფსმა უცენზუროდ დაუყვირა: "ძროხა, არ მომეკარო, გაეთრიე". 

ცნობისათვის, ლეფსი მრავალშვილიანი მამაა. მას სამი გოგონა და
ერთი ვაჟი ჰყავს. თუმცა, სხვა ცნობილი ვარსკვლავებისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში საკუთარი შვილების ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს. შესაძლოა, წელიწადში ერთხელ, როცა რომელიმე ბავშვის დაბადების დღეა, მაშინ ატვირთოს.
მომღერლის თაყვანისმცემლებმა უკვე შეაფასეს ფოტო, სადაც ოთხი შვილიდან 3 ჩანს: 19 წლის ევა, 14 წლის ნიკოლი და 11 წლის ივანი.
"ვახშამი ბავშვებთან ერთად. ყველას სასიამოვნო საღამოს გისურვებთ", - დააწერა ლეპსმა ფოტოს.

mshoblebi
მომღერალს უფროსი ქალიშვილი, ინგა ლეფსვერიძე პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ის ახლა 36 წლისაა და მამის ახლანდელ ოჯახთან კარგი დამოკიდებულება აქვს. მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როდესაც ინგა ერთი წლის იყო. ინგა მსახიობია და ცდილობს, სცენაზე დაიმკვიდროს თავი. თუმცა, მამა მის ვოკალურ შესაძლებლობებს აკრიტიკებს. ძალიან ბევრ ადამიანს ახსოვს გოგონას რუსულ "ვოისში" გამოსვლის ამბავი,
სადაც ჟიურის ერთ-ერთი წევრი გრიგორი ლეპსი იყო.

mshoblebi

"სიმართლე გითხრა? ცუდი იყო, ძალიან ცუდი. ერთი წელი მაინც უნდა იმეცადინო კიდევ", - უთხრა მამამ, როდესაც სცენაზე დაინახა.

ასევე იხილეთ: გრიგორი ლეფსის (გრიგოლ ლეფსვერიძის) მდიდრული ვილა და ხატებით სავსე ბინა მოსკოვში

13641
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
Geo
1
ლამაზი მეუღლე ჰყავს
11:32 / 10-06-2021
სტატუს ქუო
16
ქართველი? ეს ისეა ქართველი,როგორც მე ფრანგი, ნორმანდიიდან.
11:12 / 10-06-2021
მსგავსი სიახლეები