37 წლის სამხრეთკორეელ ფეხმძიმე ქალს, ჰოსიამე ტამარ სიტოპეს პირველივე ულტრაბგერით კვლევაზე უთხრეს, რომ 6 ნაყოფს ელოდებოდა. გახარებულმა, თუმცა ცოტა დაბნეულმა ჰოსიამემ, რომელიც მაღაზიის მენეჯერად მუშაობს, ეს სასიხარულო ამბავი თავის უმუშევარ ქმარს გაანდო. მომავალი მშობლები შეეგუვნენ, რომ წინ ბევრი სირთულე ელოდათ.
მომდევნო კვლევაზე ჰოსიამეს უკვე 8 ნაყოფი უთხრეს და განუმარტეს, რომ წინა ვიზიტზე 2 ბავშვი მათი უცნაური მდებარეობის გამო შეუმჩნეველი დარჩათ. სადაც ექვსი, იქაც რვაო, გული არ გაიტეხა მისმა ქმარმა, მაგრამ ფეხმძიმობის 29-ე კვირაზე ჰოსიამეს სასწრაფო საკეისრო კვეთა დასჭირდა და ექიმებმა 10 ბავშვი ამოიყვანეს საშვილოსნოდან.
„შვიდი ვაჟი და 3 გოგონა დაიბადა. ფეხმძიმობაც 7 თვესა და 3 დღეს გაგრძელდა, ბედნიერი ვარ, ემოციები მახრჩობს“ - განუცხადა ჟურნალისტებს ბავშვების მამამ.
როგორც წესი, ასეთი მრავალნაყოფიანი ტყუპი უნაყოფობის ხანგრძლივად მკურნალობის ან ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ ჩნდება. თუმცა ამ წყვილს ასეთი პრეისტორია არ ჰქონია. ახალშობილ ტყუპს სახლში კიდევ ტუპი ძმა ელოდება - წყვილს 6 წლის ვაჟები ჰყავს.
„ადვილი ფეხმძიმობა ნამდვილად არ მქონია, ძალიან მამძიმებდა სხეული, ფეხებიც მტკიოდა, ძალიან ვნერვულობდი ბავშვებზე, მეშინოდა, ერთმანეთი არ გაეჭყლიტათ. მადლობა ღმერთს, რომ მეც გადავრჩი და ბავშვებიც ცოცხლები დაიბადნენ“ - ამბობს ჰოსიამე.
რამდენიმე თვეს ბავშვები კლინიკაში გაატარებენ, რადგან მცირე წონისანი არიან. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ყველანი გადარჩებიან. ჰოსიამემ კი ამასობაში ჰალიმ სისეს რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც მაისის დასაწყისში 9 შვილი გააჩინა. ჰოსიამე ახალი სოფლიო რეკორსმენია. მართალია მსოფლიოში მეტი შვილის გაჩენის პრეცედენტებიც ყოფილა, მაგრამ ბავშვებმა მხოლოდ რამდენიმე საათი იცოცხლეს.