სამი კაკალი კონკიასათვის" უამრავი ადამიანის ბავშვობის ლამაზ მოგონებად არის ქცეული. სწორედ ცნობილი კონკია გარდაიცვალა დღეს 68 წლის ასაკში.
როგორც ცნობილია, ჩეხი მსახიობი ლიბუშე შაფრანკოვა წლები ებრძოდა ფილტვის სიმსივნეს. სავარაუდოდ, სწორედ ამან იმსხვერპლა მისი სიცოცხლე.
ლიბუშე კინოთი ბავშვობიდან იყო გატაცებული. საოცარი გარეგნობის გამო, თავიდანვე პრინცესების როლებს სთავაზობდნენ და ბევრ ზღაპარში ათამაშეს, თუმცა ისეთი პოპულარობა, როგორიც კონკიას ჰქონდა,
მისმა ვერც ერთმა პერსონაჟმა ვერ მოიპოვა.
თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წარმატებით თამაშობდა კინოსა და თეატრში. იქვე გაიცნო მომავალი მეუღლე, ცნობილი ჩეხი მსახიობი იოზებ აბრგამი, რომელთანაც მყარი ოჯახი შექმნა და ერთი ვაჟი გაუჩნდა. მათი შვილი დღეს პოპულარული პროდიუსერია.