მერილ სტრიპის 35 წლის ქალიშვილი ბავშვობის შეყვარებულთან განშორების შემდეგ ინგლისის ყველაზე სიმპათიურ დიჯეიზე დაინიშნა
მერილ სტრიპის 35 წლის ქალიშვილი ბავშვობის შეყვარებულთან განშორების შემდეგ ინგლისის ყველაზე სიმპათიურ დიჯეიზე დაინიშნა
მერილ სტრიპის შუათანა ქალიშვილი, 35 წლის გრეის ჰამერი 45 წლის ინგლისელ დიჯეიზე მარკ რონსონზე დაინიშნა. წყვილი უკვე ქორწილის სამზადისშია.
„გასულ უქმეებზე დავინიშნეთ“ - განუცხადა ჟურნალისტებს მუსიკოსმა, რომელიც ერთ დროს ინგლისის ყველაზე სიმპათიურ დიჯეიდ დაასახელეს. 
mshoblebi
ამ განცხადების გაკეთება მას გრეისთან გადაღებული ფოტოების გამო მოუხდა, რომლებიც ამერიკელმა პაპარაცებმა გამოაქვეყნეს. კადრებში საპატარძლოს თითზე ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი გარკვევით ჩანს.
გრეისი და მარკი 2020 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს და მშობლებისთვისაც მოასწრეს ერთმანეთის გაცნობა. ამ დროის განმავლობაში მათი რომანი არ გახმაურებულა - წყვილი საკმაოდ მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა.
mshoblebi
„რამდენიმე თვეა, ერთად არიან. კორონავირუსის გამო პრობლემებიც
ჰქონდათ. როცა მარკი ბრიტანეთში გაემგზავრა, გრეისს სამშობლოში დარჩენა მოუხდა. ერტმანეთს რაღაც დროით ვერ ხედავდნენ, მაგრამ დისტანციურმა ურთიერთობამ მათ სიყვარულს ვერაფერი დააკლო. მარკი ძალიან ჩაკეტილი და მორიდებულია, გრეისიც მას ჰგავს“ - ამბობს წყვილის ერთ-ერთი მეგობარი.
ორივესთვის ეს მეორე ქორწინება იქნება. გრეისი მრავალი წლის განმავლობაში თავის ბავშვობის მეგობარს, მუსიკოს ტემ სტრეტეინს ხვდებოდა. 2019 წელს იქორწინეს კიდეც, მაგრამ 42 დღის შემდეგ დღემდე უცნობი მიზეზით, წყვილმა გამოაცხადა, რომ ერთმანეთს შორდებოდნენ.
mshoblebi
გრეისი მშობლებთან და დებთან ერთად

მარკი 2011-ში დაქორწინდა მომღერალ ჟოზეფინ დე ლა ბუმზე, რომელსაც მანამდე 2 წლის განმავლობაში ხვდებოდა. წყვილი 5 წელიწადში განქორწინდა. მიზეზად „შეურიგებელი უთანხმოება“ დაასახელეს. მარკმა დაშორება რთულად გადაიტანა, თუმცა ახალი ალბომისთვის ეს განწყობა ნამდვილად შთამაგონებელი აღმოჩნდა.
მახევარი წლის შემდეგ კი ახალი ურთიერთობაც დაიწყო.




3073
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები