ანა ავალიანი 3 შვილის დედაა. 1 წლის წლინ მან მოულოდნელად ზურგის ტვინის მალფორმაციის შედეგად წელს ქვემოთ მგრძნობელობა დაკარგა. დედის დაავადებაზე მისი ქალიშვილი მარიამ ავალიანი წერს:
- ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან 1 წელი ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ ამ ზომამდე არ მივსულიყავი, რისი გაკეთებაც ახლა მიწევს.
ზუსტად 1 წლის წინ დედაჩემს დაემართა ზურგის ტვინის მალფორმაცია, ჩვენს ენაზე ზურგის ტვინის ინფარქტი. დედამ დაკარგა წელს ქვემოთ მგრძნობელობა, რომელსაც მოჰყვა უმძიმესი ტკივილები და უდიდეს თანხებთან გამკლავება. ეს დიაგნოზი არ ექვემდებარება ოპერაციას, მხოლოდ რეაბილიტაციაზე და მის მონდომებაზეა ყველაფერი დამოკიდებული.
1 წლის განმავლობაში მივმართე ჯანდაცვას, მერიას, გამგეობას, პრეზიდენტს, მაგრამ უშედეგოდ. მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთე რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. გადის დრო და ფეხები დეფორმირდება.
15 000 ლარი არის საჭირო 2-თვიანი რეაბილიტაციის კურსისთვის, რომელიც დედას ეტლში დაჯდომის და ნელ-ნელა ძველ ცხოვრებასთან დაბრუნების საშუალებას მისცემს.
24 საათი ვცდილობ მის გვერდზე ვიყო, ყველაფერი მაქსიმალურად გავუკეთო, რომ არ იფიქროს არაფერზე. ყოველთვიურად მისი მოვლა და მკურნალობა 1000 ლარს აღემატება.
ყოველდღე მე მისი ბოდიში მესმის... ბოდიში, დე, იმისთვის რისი გაკეთებაც ახლა მიწევს, ძალიან ძლიერი ხარ და ახალგაზრდა ამ ყველაფრისთვის. პირობა მოგეცი და ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფეხზე დაგაყენო, მე არ დავნებდები.
ამ ერთმა წელმა მომცა იმხელა გამოცდილება, რომ ერთ რამეს მივხვდი - შეუძლებელი ცხოვრებაში არაფერი არ არის.
ამ ყველაფრისთვის მჭირდება თქვენი დახმარება. თქვენგან მინიმალური თანხა და ამ პოსტის გაზიარება ძალიან დამეხმარება დედას ფეხზე დაყენებაში. მადლობა, მიყვარხართ.
მიმღები: მარიამი ავალიანი
თიბისი
#GE09TB7360045064300017
საქართველოს ბანკი
#GE61BG0000000796244000