პატარა ბარბარე წულეისკირს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება - მშობლები

პატარა ბარბარე წულეისკირს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

2021-06-13 14:36:47+04:00

ჩვენს მკითხველს ახსოვს ბარბარე წულეისკირი. ნაადრევად დაიბადა და სულ რაღაც 900 გრამი იყო დაბადებისას. 4 თვე ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა. გადაიტანა 2 ოპერაცია - ჰქონდა მეორე ხარისხის ჩაქცევა, განუვითარდა ჰიდროცეფალია, რამაც საბოლოოდ შუნტის ჩადგმამდე მიიყვანათ. საზოგადოების დახმარებით სარეაბილიტაციო კურსი დაიწყო, თუმცა ეს მხოლოდ რთული გზის დასაწყისია. მას სხვადასხვა ტიპის და სირთულის გამოკვლევები სჭირდება.

ბავშვს აქვს საკმაოდ მძიმე დიაგნოზები, საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას, სხვადასხვა სახის სამკურნალო მასაჟებს, წამლებს, სპეციალურ საკვებს, რამდენიმე პროფილის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას.

ოჯახი სოციალურად დაუცველია და ვერანაირად ვერ შეძლებენ, რომ ბარბარე ფინანსურად უზრუნველყონ.

ოჯახის მეგობრები კიდევ ერთხელ სთხოვენ საზოგადოებას დახმარებას - იქნებ კიდევ ერთხელ შევძლოთ, რომ ბავშვის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს.

ანგარიშის ნომრებია:

TBC

GE12TB7460045064300007

საქართველო

GE48BG0000000127659900

მიმღები: ნინო წულეისკირი