რა პრობლემები შეიძლება შეექმნას თქვენს შვილს, თუ არაჯანსაღ ტკბილეულს და ცომეულს ხშირად მიირთმევს + ჯანსაღი დესერტის მარტივი რეცეპტები
რა პრობლემები შეიძლება შეექმნას თქვენს შვილს, თუ არაჯანსაღ ტკბილეულს და ცომეულს ხშირად მიირთმევს + ჯანსაღი დესერტის მარტივი რეცეპტები
ბავშვების ჯანსაღი კვება ერთ-ერთი იმ რთულ გამოწვევათაგანია, რომლის წინაშეც მშობელი დგას. ცომეული და ტკბილეული კი ის ორი პროდუქტია, რომელიც ნებისმიერ ბავშვს უყვარს და ნებისმიერი მშობელი ცდილობს, არ აჭამოს, ან აჭამოს, მაგრამ შეზღუდულად.
რა ხდება, როდესაც მოზარდი ბევრ არაჯანსაღ ტკბილეულსა და ცომეულს მიირთმევს? ამ დროს მნიშვნელოვნად იზრდება რისკი, რომ ბავშვს ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი ან ეგზემა განუვითარდეს. არაჯანსაღი ტკბილეული და ცომეული ბავშვს ხანგრძლივი დანაყრების შეგრძენებას უჩენს, ამიტომ ის ხშირ შემთხვევაში უარს იტყვის სადილზე, ხილსა და სხვა ჯანსაღ საკვებზე. განსაკუთრებით დიდი
რაოდენობით შაქრის მიღების შემდეგ ბავშვი შეიძლება გახდეს ჰიპერაქტიული და ამავდროულად, მნიშვნელოვნად შემცირდეს მისი აკადემიური მოსწრება. არ დაგავიწყდეთ, რომ არაჯანსაღი კვება იწვევს მიჩვევასა და დამოკიდებულებასაც.
თუ არ გსურთ, რომ ამ პრობლემებმა შეგაწუხოთ, მაშინ აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ბავშვის მიერ მიღებული დესერტისა თუ ცომეულის ხარისხი და რაოდენობა. უმჯობესია ტკბილეულიც და ცომეულიც სახლში მოამზადოთ ბიო ინგრედიენტების გამოყენებით. ქართულ ბაზარზე დღეს ბიო და ორგანული პროდუქტი ხელმისწავდომია, მაგრამ მისი წილი საკმაოდ მცირეა. ზოგადად, ქვეყანაში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მაღაზიათა ქსელი Holland & Barret, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას სთავაზობს. მისი ერთ-ერთი ბრენდი კი არის Doves Farm, რომლის მაგალითზეც აგისხნით, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ჯანსაღი პროდუქტი.
mshoblebi

  • არ შეიცავს
    გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს.
  • კულტივაციის, მოყვანის, დამუშავებისა და დაფასოების ეტაპებზე ნანოტექნოლოგიები არ გამოიყენება.
  • პროდუქციას არ ემატება ფერმენტები.
  • არ შეიცავს საღებავებსა და ხელოვნურ არომატიზატორებს.
  • პროდუქცია არ შეიცავს ჰიდროგენიზებულ ცხიმებს. მათ ნაცვლად შემადგენლობაში შედის უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებული პალმის ზეთი, რომელიც პრემიუმ ჯგუფის პროდუქტია.
  • ფქვილის წარმოებისას არ გამოიყენება სპეციალური მათეთრებლები. ზოგადად, მათი გამოყენება დიდ ბრიტანეთში აკრძალულია.
  • ბრენდის თითოეულ პროდუქტში მკაცრად კონტროლდება გლუტენის შემადგენლობა. ზოგადად, გლუტენის აუტანლობა 21-ე საუკუნეში ძალიან აქტუალური პრობლემაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი, რომელიც ჯანსაღი კვების პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებელს, აუცილებლად აწარმოებდეს უგლუტენო პროდუქტსაც. Doves farm-ის ასორტიმენტში შეხვდებით ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა: შვრიის ფაფა გლუტენის გარეშე, სხვადასხვა სახეობის ფქვილი გლუტენის გარეშე, ორცხობილები გლუტენის გარეშე, პენე გლუტენის გარეშე და ასე შემდეგ.
  • Doves Farm-ის სრულ ასორტიმენტში მკაცრად არის გაკონტროლებული შაქრის შემცველობა, პროდუქციის უმეტესობა კი მას საერთოდ არ შეიცავს.
  • თითოეული ამ უპირატესობის პარალელურად, Doves farm არის ვეგანური და კოშერი.
ბრენდის პროდუქციის დიდი ნაწილი სახლში ცხობისა და მომზადებისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ რამდენიმე მარტივ და პრაქტიკულ რეცეპტსაც გთავაზობთ.

ბისკვიტი წიწიბურის ფქვილითა და ნაღების კრემით

mshoblebi
ინგრედიენტები:
  • 175 გ Doves Farm-ის ორგანული წიწიბურის ფქვილი გაუცრელი
  • 3 ჩ/კ. გამაფხვიერებელი
  • 175 გ. შაქრის პუდრი
  • 175 გ. ნაღების კარაქი, დარბილებული
  • 4 კვერცხი
  • 1 ს/კ რძე
  • ჯემი გემოვნებით
  • 100 გ. შაქრის პუდრი
  • 50 გ. ნაღების კარაქი
  • 1 ჩ/კ რძე
  • მურაბა 4 ს/კ
  • შაქრის პუდრი

მომზადება:
წინასწარ გაახურეთ ღუმელი. ორ მრგვალ საცხობ ფორმას (18 სმ/7-ზე) წაუსვით კარაქი, ან ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი.
ჯამში შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. შაქარი და კარაქი კარგად ათქვიფეთ. ჯამში გატეხეთ კვერცხები, დაუმატეთ ფქვილი და რძე. ათქვიფეთ. მიღებული მასა გადაანაწილეთ ფორმებში და მოასწორეთ ზედაპირი. აცხვეთ 30-35 წთ. შემდეგ გააგრილეთ.
შიგთავსის მოსამზადებლად ჯამში ჩაყარეთ შაქრის პუდრი. დაუმატეთ ნაღების კარაქი, რძე და კარგად გათქვიფეთ. ნაღების კრემი წაუსვით ერთ ბისკვიტს. ზემოდან დაადეთ ჯემი, რომელსაც თქვენი გემოვნებით შეარჩევთ, დააფარეთ მეორე ბისკვიტი და მოაყარეთ შაქრის პუდრი.

ბანანის პური გაუცრელი ფქვილით

mshoblebi
ინგრედიენტები:
  • 1 მწიფე ბანანი
  • 1 კვერცხი
  • ½ ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 100 გ ნაღების კარაქი
  • 100 გ ყავისფერი შაქარი
  • 125 გ Doves Farm-ის ორგანული გაუცრელი ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
მომზადება:
წინასწარ გაახურეთ ღუმელი. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი ან ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი.
დააბლენდერეთ ბანანი, შეურიეთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი. ცალკე ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქარი. დაუმატეთ ბანანის მასა და კიდევ ერთხელ, კარგად ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ ფქვილი. მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და აცხვეთ 40-45 წთ. 180 გრადუსზე.
ბანანის პური ფორმაშივე გააგრილეთ და შემდეგ ამოიღეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრი და გემრიელად მიირთვით.



7218
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ფოთიჩა
0
Doves Farm - ის კარგი რეკლამა კი გამოვიდა ბავშვებზე ზრუნვაზე უფრო :)
12:04 / 01-07-2021
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია