ომეგა 3-ის სასარგებლო თვისებებზე უამრავი სპეციალისტი საუბრობს. ექიმები და დიეტოლოგები მსოფლიოს მასშტაბით გვირჩევენ, რომ ჩავრთოთ რაციონში ამ ნივთიერებით მდიდარი საკვები.
ომეგა-3 კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის საქმეში თამაშობს. როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, მისი ჩართვა რაციონში იმ წყვილებმა უნდა დაიწყონ, რომლებიც უახლოეს მომავალში ბავშვის ყოლას აპირებენ. მისი ოპტიმალური რაოდენობა დღეში 30-45მგ-ია.
ორსულობა და ლაქტაცია ის პერიოდია, როდესაც მომავალ და ახალბედა დედებს უწევთ თავიანთი რაციონის აქტიური კონტროლი, იმისთვის, რომ პატარამ სასარგებლო და დაბალანსებული საკვები მიიღოს მუცლად ყოფნისას თუ დედის რძის მეშვეობით. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშნველოვანია, დედა ჯანსაღად და დაბალანსებულად იკვებებოდეს.
ომეგა 3 განსაზღვრავს ნაყოფის ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ განვითარებას, მის მომავალ სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ უნარებს, ადაპტირდეს ნებისმიერ უცხო გარემოში, ჩამოუყალიბდეს კოორდინაცია, ძილის რეჟიმი, მოტორული უნარები, ყურადღების კონცენტრაცია და იმუნიტეტი.
ომეგა-3 მოქმედებს ტვინის გამართულ ფუნქციონირებაზე და ასევე ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ბავშვის ნეიროფსიქიკური განვითარებაც სწორედ ომეგა-3-ის ფუნქციებში შედის. ყურადღების კონცენტრაცია, დაგეგმვისა თუ გადაწყვეტილებების მიღების უნარები; სოციალური, ემოციური თუ ქცევითი განვითარება და სხვა თვისებებს ტვინში სწორედ ომეგა-3 აყალიბებს.
ომეგა 3-ის თვისებები, რის შესახებაც ყველა ახალბედა დედამ უნდა იცოდეს
6-12 წლის ბიჭებს შორის ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყვეს, რომ ომეგა-3-ის ნაკლებობა სისხლში იწვევს სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებს. დამატებითმა კვლევებმა გამოავლინეს, რომ ამ ნივთიერებას მეტყველების თუ ორთოგრაფიული პრობლემებს, კითხვის და სხვა დარღვევების აღმოფხვრაც კი შეუძლია.
და ბოლოს, პოსტსამშობიარო დეპრესია - ომეგა 3-ის როლი ამ პერიოდის მართვაშიც შეუცვლელია. პოსტსამშობიარო დეპრესია არის ის, რაზეც იშვიათად საუბრობენ და რაც თითქმის ყველა ქალს აღენიშნება მშობიარობის შემდეგ. პოსტნატალური დეპრესია არაა უბრალოდ გადაღლილობა ან უხასიათობა, ეს არის მშობიარობის თანმდევი გართულება, რომლის მართვაც სპეციალისტის საქმეა. სპეციალისტები კი, ფსიქოლოგიურ კონსულტაციებთან ერთად აუცილებლად უნიშნავენ პაციენტებს ომეგა-3-საც, რომელსაც ენერგიის აღმდგენი უნარები გააჩნია.
არავისთვის არის საიდუმლო, რომ ომეგა-3-ის მთავარი წყარო თევზია, უფრო სწორედ, კი ველური თევზი, რომელიც არაა გაზრდილი სპეციალურ ფერმებში. აუცილებელია დავაკვირდეთ თევზის წარმომავლობას, როცა პროდუქტს ვყიდულობთ. აუცილებელია, შევიძინოთ ისეთი თევზი, რომელიც არ არის გაზრდილი ხელოვნური საკვები დანამატებითა და ანტიბიოტიკებით. ველური ორაგული ალასკიდან სწორედ ასეთი პროდუქტია - ალასკის აკვატორიაში გაზრდილი ველური ორაგული საქართველოში პირდაპირ ოკეანიდან მოდის. მისი შეძენა საქართველოს ნებისმიერ დიდ სუპერმარკეტშია შესაძლებელი.
R