"აშშ-დან დაბრუნებული ქალიშვილის სანახავად მიდიოდა, როცა სატვირთო შეეჯახა მის მანქანას" - რას ყვებიან "ნიუ ჰოსპიტალთან" მომხდარი ავარიისას გარდაცვლილ მუსიკოსზე მეგობრები - მშობლები

"აშშ-დან დაბრუნებული ქალიშვილის სანახავად მიდიოდა, როცა სატვირთო შეეჯახა მის მანქანას" - რას ყვებიან "ნიუ ჰოსპიტალთან" მომხდარი ავარიისას გარდაცვლილ მუსიკოსზე მეგობრები

2021-06-15 10:03:03+04:00

12 ივ­ნისს, კრწა­ნი­სის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას გუ­შინ მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. "ნიუ ჰოს­პი­ტა­ლის“ ეზო­ში სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ 49 წლის მურ­მან ლო­მიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად ორი დღე იბ­რძოდ­ნენ ექი­მე­ბი, თუმ­ცა ტრავ­მა სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში ცნო­ბი­ლი და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი დრა­მე­რია, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ, "მთვა­რის კლუ­ბის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­ლდათ...

მურ­მანს გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­ლე­გე­ბი იხ­სნებ­დნენ.

ია მა­ნი­ჟაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე დავი უკვე წლე­ბია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ და ახ­ლოს იც­ნობ­დნენ რო­გორც გარ­დაც­ვლილს, ასე­ვე მის შვი­ლებს, რო­მელ­თა­გა­ნაც

ერთ-ერ­თმა მა­მის გზა აირ­ჩია და კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად შტა­ტებ­ში წა­ვი­და...

ია მა­ნი­ჟაშ­ვი­ლი:

- მურ­მანს ორი შვი­ლი ყავს - თინა და ამი­რა­ნი... ორი­ვე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. ამი­რა­ნი მა­მის კვალს გაყ­ვა და მუ­სი­კო­სია, აქ ნიუ - იორკში ბენ­დი - "the pandemic" ჰყავს. თინა ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­მის და ახ­ლობ­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად. სწო­რედ თი­ნას სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ო­და მურ­მა­ნი და მისი სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან კრწა­ნი­სის ქუ­ჩა­ზე შე­უხ­ვია, და­პარ­კინ­გე­ბაც ვერ მო­ას­წრო, როცა სატ­ვირ­თო მას და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა. ორი დღე იბ­რძოდ­ნენ ექი­მე­ბი მის გა­და­სარ­ჩე­ნად. ხერ­ხემ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტრამ­ვე­ბის გამო გარ­და­იც­ვა­ლა. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ას ხსნი­და ბა­გებ­ში, გო­გი­ტა მა­ი­სუ­რა­ძეს­თან ერ­თად და აი, ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი, ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და.

ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ და­კარ­გა სას­წა­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, თავ­მდა­ბა­ლი, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი. ოჯა­ხი ახლა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მე­ო­რე შვი­ლიც მოფ­რი­ნავს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- ია, მურ­მანს ძა­ლი­ან ახ­ლოს იც­ნობ­დნენ მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში, თქვენც ალ­ბათ პრო­ფე­სი­უ­ლი მე­გობ­რო­ბა გქონ­დათ?

- 2006 წელს ერთ-ერთ რა­დი­ო­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, სა­დაც მურ­მა­ნი ხმის რე­ჟის­ო­რად მუ­შა­ობ­და, იქ და­ი­წყო ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა. როცა გა­ვი­გე "მთვა­რის კლუბ­ში" უკ­რავ­და, გა­მი­ხარ­და, გა­უკ­ვირ­და, რომ მათი ყვე­ლა სიმ­ღე­რა ვი­ცო­დი. ხომ იცით, რო­გორც ხდე­ბა, ყვე­ლამ სო­ლის­ტი იცის, დრა­მე­რი და გი­ტა­რის­ტე­ბი ან კლა­ვიშ­ზე ვინც არის, ნაკ­ლე­ბად ამახ­სოვ­რდე­ბა ხალ­ხს.. არა­და, კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი სწო­რედ კარ­გი მუ­სი­კო­სე­ბის­გან შემ­დგა­რი ერ­თო­ბა და ჰარ­მო­ნი­აა. ეს იყო ადა­მი­ა­ნი დღე­სას­წა­უ­ლი თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი იუ­მო­რით.

განაგრძეთ კითხვა