ქუთაისში ტექნოლოგიების ფესტივალი ჩატარდება
ქუთაისში ტექნოლოგიების ფესტივალი ჩატარდება
როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი უსაფრთხოდ და საერთოდ, რას ნიშნავს ინტერნეტის უსაფრთხოება ან რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ინტრნეტის გამოყენების დროს? მეწარმეობა და სტუდენტური სტარტაპები - რა ციფრული ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რომ საკუთარი საქმე დავიწყოთ და როგორ გვეხმარება ინტერნეტი წარმატების მიღწევაში? როგორ ვითარდება ტექნოლოგიები და რა არის უკანასკნელი ტრენდები, როგორია მომავლის ტექნოლოგიები, რომლებიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ გვსურს, რომ წარმატებული დასაქმებული ან დამსაქმებელი ვიყოთ?

თუ ეს და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სხვა კითხვები გიჩნდებათ, მათზე პასუხის მისაღებად აუცილებლად უნ
და დაესწროთ ტექნოლოგიების ფესტივალს. ღონისძიებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) ქუთაისში ივნისის თვეში ჩაატარებს. ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და ის აბიტურიენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და უბრალოდ ბიზნესითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის იმართება.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, ღონისძიება ახალგაზრდებში ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად იმართება.

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ზრუნავს არა მხოლოდ საკუთარ სტუდენტებზე, არამედ აბიტურიენტებზე, ზოგადად ახალგაზრდებსა და ფართო საზოგადოებაზე. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გავაცნოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების სინთეზი გვაძლევს. ამ პროცესში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობით ვითარდება სამეწარმეო ეკოსისტემა ქვეყანაში, რაც ინოვაციური სტარტაპების შექმნასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე მათ წარმატებულ საქმიანობას გულისხმობს. ამჯერად კი ტექნოლოგიების ფესტივალს ვმართავთ, რომლის ფარგლებშიც სამ
ძირითად თემაზე ვიმსჯელებთ. ესენია კიბერჰიგიება, მეწარმეობა და ტექნოლოგიური ტრენდები," - აცხადებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე.

ფესტივალზე წინასწარ დარეგისტრირებული მონაწილეებისთვის ჩატარდება ვორქშოფები შემდეგი მიმართულებებით:
  • კიბერჰიგიენა - როგორ გამოვიყენო ინტერნეტი უსაფრთოდ;
  • მეწარმეობა - როგორ შევქმნა სტარტაპი სტუდენტობის დროს;
  • ტექნოლოგიური ტრენდები და სიახლეები - რა არის ყველაზე აქტუალური დღეს და რა იქნება მომავლის ტექნოლოგია;

ვორქშოფები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში გაიმართება.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქებას, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო და გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

მიმდინარეობს დამსწრეთა რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.
R
41
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია