ქეთა თოფურიამ ქალიშვილის 6 წლის იუბილე წყნეთში აღნიშნა - ფოტო-ვიდეო - მშობლები

ქეთა თოფურიამ ქალიშვილის 6 წლის იუბილე წყნეთში აღნიშნა - ფოტო-ვიდეო

2021-06-15 12:42:23+04:00

ქეთა თოფურიას ქალიშვილი ოლივია გეიხმანი 6 წლის გახდა. ქეთამ ნამდვილი ცირკი მოუწყო გოგონას ეზოში - ჯამბაზებით, ცხოველებით და ა.შ. თანაც, ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და თბილისში, წყნეთში გადაუხადა. და როგორც ყოველთვის, მისი მეგობრები შვილებით ესწრებოდნენ.

"პატარა თაკო და ქეთა" - ასე წააწერა ამ ფოტოს თაკო გაჩეჩილაძემ. ფოტოზე ქეთას და თაკოს ქალიშვილები არიან ხელჩაკიდებულნი.

mshoblebi

სოციალურ ქსელშიც მიუძღვნა ქეთამ ოლივიას პოსტი:

"6 წლის წინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ეს გოგონა, 6 წლის წინ გავხდი დედა, 6 წლის წინ მან უბედნიერესად მაქცია! ოლივია, უზომოდ მადლიერი ვარ, რომ მე ამირჩიე. ბედნიერი და ჯანმრთელი იყავი და იცოდე, რომ დედა სულ გვერდითაა! დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიცოცხლე!“.

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi