ახალგაღვიძებული პატარა დისთვის მიძღვნილი სიმღერა, რომელიც სოციალურ ქსელში ჰიტად იქცა
დაჩი ზურაბიანმა პატარა დას სიმღერა მიუძღვნა. დედამ ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელში განათავსა. სულ მალე კი უამრავ ადამიანში გამოიწვია დადებითი ემოცია. დაჩიმ და პატარა ნინომ ბევრი თბილი სიტყვა მიიღეს.

როგორც გავარკვიეთ, პატარები ანსამბლ "ჩვენებურების" მომღერლის დავით ზურაბიანის შვილები არიან. ბავშვების დედა ფიქრია ხვიჩია გვიყვება შვილებსა და ვიდეოს გამოხმაურებაზე:
mshoblebi
- სამი შვილი მყავს - 10 წლის დაჩი, 9 წლის დემნა და 4 თვის ნინო. დაჩი ძალიან მუსიკალური ბავშვია. ჩემი მეუღლე ანსამბლ "ჩვენებურებში" მღერის. დაჩი ფორტეპიანოზე დაგვყავს, სულ უკრავს და სიმღე
რაც ძალიან უყვარს. რაც ნინო გაჩნდა, ძმები მასზე განსაკუთრებით ზრუნავენ. დაჩი უმღერის და ასე გამოხატავს სიყვარულს. ვიდეო პირველად განვათავსე სოციალურ ქსელში და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი თბილი სიტყვა მივიღეთ. არ ველოდი ამდენ დადებით შეფასებას. დაჩისაც წავუკითხე კომენტარები და ძალიან ბედნიერი იყო.
mshoblebi
ზურაბიანების ოჯახი პატარა ნინოს დაბადებამდე

თამარ იაკობაშვილი

3901
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
მარიზა
0
უკვე მიყვარს ეს ბავშვები
22:59 / 16-07-2021
ჟორა
0
გაიხარეთ
12:01 / 19-06-2021
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია