2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა, ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.
ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა და გელა დაიაურს მომხდარზე საუბარი დღემდე უჭირს. შემზარავი ამბიდან რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მის ცხოვრებაში სიახლეა. გელა დაიაური შეყვარებულია. ამაზე მან გადაცემა "ყვითელ ყუთში" ისაუბრა:
"ის სრულყოფილი ბედნიერება ალბათ აღარასდროს იქნება... თუმცა ცხოვრება გრძელდება. დღესაც არ ვიცი, ამ ამბავს როგორ შეხვდებიან. ადრეც ვამბობდი, რომ თუ შემხვდებოდა ადამიანი, უკან არ დავიხევდი. შემხვდა ალბათ ადამიანი, რომელთან ერთადაც გადავწყვიტე, გავაგრძელო ცხოვრება. ძალიან კარგი ადამიანია. ამ ტრაგედიის მატარებელ ადამიანს რომ დაუდგები გვერდით, ესე იგი ძლიერი უნდა იყო. სიმარტოვემ დამღალა. არასდროს მიძებნია ვინმე, ვერც ვერავინ შეცვლის თეოს, მაგრამ დამღალა მარტო ყოფნამ. არ მინდა, რომ მარტომ ვიცხოვრო... დავიღალე", - ამბობს გელა დაიაური. განაგრძეთ კითხვა