„სცემდა წყლით სავსე ბოთლით, რომ სილურჯეები არ დატყობოდა... ფოტოებს დედა უღებდა“ – დედისგან და მამინაცვლისგან ნაწამები 7 წლის ბავშვი
„სცემდა წყლით სავსე ბოთლით, რომ სილურჯეები არ დატყობოდა... ფოტოებს დედა უღებდა“ – დედისგან და მამინაცვლისგან ნაწამები 7 წლის ბავშვი
ახლახან თბილისში 7 წლის ბავშვზე ძალადობის შემზარავი შემთხვევა გამოვლინდა. ბავშვს დედა და მამინაცვალი სასტიკად სცემდნენ და ამ ყველაფერს დედა კამერით იღებდა. დედის მეგობრებმა ბავშვის დაცვის მიზნით ტელეკომპანია „ფორმულას“ მიმართეს და ცემის ამსახველი კადრები მიაწოდეს.
როგორც ოჯახის მეგობარი ყვება, სამი წელია ბავშვი არავის უნახავს.
„შოკი მივიღე, როცა ვნახე დასახიჩრებული, ნაწამები სხვადასხვა ნდგომარეობაში“ - ამბობს დედის მეგობარი.
გაკოჭილი კიდურები, სილურჯეები სხეულზე, დამწვარი ხელები - ეს ყველაფერი ფოტოებზე ჩანს. ამ ძალადობრივ გარემოში ბავშვი წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
ეს ფოტოები დედის მეგობრებს ჩაუვარდათ ხელში, მათ
კი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიაწოდეს. მათი თქმით, მამინაცვალი დედას აიძულებდა ბავშვი ეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად სცემდა უფრო სასტიკად. აიძულებდა, ეცემა წყლით სავსე ბოთლით, რომ სილურჯეები არ დატყობოდა და ამის დამადასტურებელი ფოტოები გადაეღო. ერთ-ერთ ფოტოზე ბავშვს ხელები აქვს დამწვარი, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე დედამ დაუწვა.
მეგობრები ყვებიან, რომ 3 წლის წინ ამ ბავშვის დედა მეორედ გათხოვდა და მას მერე მათი ცხოვრებიდან გაქრა. ორი კვირის წინ კი მათ ბავშვის ნათლია დაეკონტაქტათ და მისგან ეს ფოტოები მიიღეს საშინელ შეტყობინებებთან ერთად.
ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ 7 წლისაა, სკოლაში არ დადის. მასთან ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ ნათლიას, რომელმაც ნაწილობრივ იცოდა ძალადობის ამბები, თუმცა ეგონა, რომ ეს ადრე ხდებოდა და შეწყდა. ერთხელაც მასთან მყოფმა
ბავშვმა სთხოვა, აღარ წაეყვანა დედასთან.
ძალადობის 7 წლის მსხვერპლი თავის უმცროს დასთან ერთად უკვე სახელმწიფოს მზრუნველობოის ქვეშაა. საქმეში ორგანიზაცია „საფარი“ ჩაერთო. დედა და მამინაცვალი დაკავებულნი არიან.

1768
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
თამო
1
ღმერთოო გული მომკვდა ბავშვების საცოდაობით, როგორ რანაირად, დედა ვიღაც საქონლის გამო როგორ იმეტებდა ბავშვებს , როგორ არ მიმართა პოლიციას... ეგეც თუ დედააა საძაგელი . ამოლპით ციხეში
15:02 / 21-06-2021
maswavlebeli
0
რა ყველაფერს მასწავლებლებს აბრალებთ? სკოლაში თუ მშობელმა არ დაარეგისტრირა მასწავლებელი იმკითხავებდა ვინ 5-ის არის და ვინ 7-ის გახდა უკვე?
12:37 / 21-06-2021
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია