"მუმიის" ვარსკვლავი ერთ დროს ყველაზე სექსუალური მამაკაცი მსახიობების სიაში იყო. თუმცა იმდროინდელი ბრენდონ ფრეიზერის კვალიც არ დარჩა.
2007 წელს, საყვარელ ცოლთან განქორწინების შემდეგ, მსახიობმა სერიოზული სტრესი მიიღო და დაიწყო წონაში მატება, ასევე - გამელოტება. მას მერე, უკვე 52 წლის ბრენდონი კვლავ ვერ ახერხებს ფორმის დაბრუნებას და მსგავსი გარეგნობის გამო როლებიც დაკარგა, კომიკური და მოსულელო პერსონაჟების როლებსღა სთავაზობენ.
თავის ცოლს, აფტონ სმიტს 1993 წელს შეხვდა, 5 წელიწადში კი იქორწინა. წყვილს სამი ვაჟი გაუჩნდა. თუმცა წლების შემდეგ აფტონმა განქორწინება გადაწყვიტა და ეს შოკი აღმოჩნდა ოჯახის ახლობლებისთვისაც. ცოლმა მოითხოვა, ყოველწლიურად მისთვის და შვილებისთვის მსაიხობს 900 ათასი დოლარი გადაეხადა...
განქორწინებას მოჰყვა სტრესი, ასევე, გართულებული ჯანმრთელობა. მსახიობი ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების ერტ-ერთი მიზეზი ასევეა ის სახიფათო ილეთები, რომლებსაც ფილმებში კასკადიორის გარეშე ასრულებდა ხოლმე. ბოლო ათი წელია სულ საავადმყოფოშია - რმდენიმე ოპერაცია გადაიტანა ხერხემალზე, მუხლზე, სახმო იოგებზე და ა.შ.
ფაქტია, ახლა მსახიობი ამ მდგომარეობაშია და ჯერაც ვერ ახერხებს ფორმის დაბრუნებას. მისი ყოველი მორიგი ფოტო კი შოკისმომგვრელი ხდება ხოლმე მისი ფანებისთვის.