ნიკოლოზ წულუკიძის უფროსი ქალიშვილი სესილია, რომელსაც ბევრი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" იცნობს, 7 წლის გახდა. გოგონას დაბადების დღე მშობლებმა - ნიკოლოზმა და მისმა მეუღლემ თეკლა კოსტავამ მოკრძალებულად აღნიშნეს - პანდემიიდან გამომდინარე, ხალხმრავლობის გარეშე. რასაკვირველია, დღეობას ესწრებოდა სესილიას უმცროსი ძმა კიტა.