ქუთაისში 21 წლის ორსული გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სოფო კვარაცხელია 20 ივნისს მძიმე ტკივილებით საავადმყოფოში სახლიდან გადაიყვანეს. კლინიკაში შეყვანისას შოკურ მდგომარეობაში იყო. მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ექიმებმა ჩვილის გადარჩენა მოახერხეს.
ოპერაცია კლინიკა "ბომონდში" ჩატარდა. მომხდართან დაკავშირებით "კლინიკა ბომონდი“ განცხადებას ავრცელებს.
"პირველ რიგში, გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება და მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს. ასევე, გვსურს გამოვეხმაროთ სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „კლინიკა ბომონდში“ შემოყვანილი 21 წლის გოგონა მშობიარობას გადაყვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. განაგრძეთ კითხვა