როდემდე გაგრძელდება საქართველოში ძლიერი სიცხეები და მოსალოდნელია თუ არა აგრილება უახლოეს დღეებში
როდემდე გაგრძელდება საქართველოში ძლიერი სიცხეები და მოსალოდნელია თუ არა აგრილება უახლოეს დღეებში
რამდენიმე დღეა საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, გაუსაძლისი სიცხეები დაიწყო. რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მაღალი ტემპერატურა და აგრილდება თუ არა უახლოესი დღეების განმავლობაში? ამ კითხვით გარემოს ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ. მათი ინფორმაცით, მომდევნო 2 დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, მთიან რეგიონებში 31, 36 გრადუსი. 24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსსაც გადააჭარბოს. მათივე თქმით, მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, ოფიციალური პროგნოზი უწყებას ჯერჯერობით მხოლოდ თვის ბოლომდე აქვს და ამ პერიოდის საქართველოში განმავლობაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ზაფხულის სეზონზე, ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. 

თბილისში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი კი ასე გამოიყურება:

mshoblebi

თამარ იაკობაშვილი

altროგორი ზაფხული გველოდება - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან



11244
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
კახა
1
დიდებულია, კიდევ უფრო მეტი ხე გავჩეხოთ და მეტი კორპუსები ავაშენოთ ირანელებისთვის და თურქებისთვის, უფრო მალე ამოვიხრუკებით
12:02 / 22-06-2021
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია