"დედა ბავშვის გვერდით ასე გამომწვევად არ უნდა გამოიყურებოდეს" - ირინა შეიკიც კი თამამი ჩაცმულობის გამო გალანძღეს
"დედა ბავშვის გვერდით ასე გამომწვევად არ უნდა გამოიყურებოდეს" - ირინა შეიკიც კი თამამი ჩაცმულობის გამო გალანძღეს
ირინა შეიკი სუპერმოდელად რჩება მაშინაც კი, როდესაც უბრალოდ, სეირნობს. ქუჩაში ისე დადის, როგორც პოდიუმზე და ირგვლივ მყოფებს საკუთარი სილამაზით აღაფრთოვანებს. ხშირად ძალიან გამომწვევ ტანსაცმელს ირჩევს. ბევრს ეს იმიჯი მოსწონს, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მოდელის ჩაცმულობას აკრიტიკებენ, განსაკუთრებით, შვილთან ერთად სეირნობისას. დიახ, როგორც ჩანს, მხოლოდ საქართველოში არ კიცხავენ ქალებს თამამი ჩაცმულობის გამო. შეიკიც კი დაამუნათეს თამამი სტილისთვის. ირინა არც მაშინ ერიდება გამომწვევი ტანსაცმლის ჩაცმას, როცა ბავშვთან ერთადაა. ამიტომ, თემის ირგვლივ კამათი არასდროს წყდება. ცოტა ხნის წინ, მოდელი ერთ-ერთ პარკში შვილთან ერთად დააფიქსირეს, სადაც მას მხოლოდ ბიუსჰალტერი
აცვია. თუმცა, მხრები დაფარული ჰქონდა.

mshoblebi

მოდელი შემდეგ დღესაც დააფიქსირეს და მისი ჩაცმულობა კვლავ განხილვის თემად იქცა. ის დაბალწელიან ჯინსსა და კორსეტს ატარებდა.

mshoblebi

ბევრი თვლის, რომ შეიკის ჩაცმის სტილზე კანიე უესტთან რომანმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. იმ მომენტიდან, როდესაც რეპერი და მოდელი ერთად დააფიქსირეს, ირინამ იმაზე უფრო პიკანტური კაბების ჩაცმა დაიწყო, ვიდრე იქამდე.

mshoblebi

ზოგიერთი იმასაც აღნიშნავს, რომ მოდელი კანიე უესტის ყოფილი ცოლის კიმ კარდაშიანის სტილის მიბაძვას ცდილობს.

mshoblebi
"ბავშვის გვერდით ასე გამომწვევად არ უნდა გამოიყურებოდეს", "როგორ არ გრცხვენია", "დედისთვის ძალიან გამომწვევი სტილია" - ასე აფასებენ ირინას სოციალურ ქსელში.
9367
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია