დენის მრიცხველებიდან ჩვენებებს სხვა კომპანია აიღებს: "30 ივნისამდე მომხმარებელმა საფასური "თელასს" უნდა გადაუხადოს"
დენის მრიცხველებიდან ჩვენებებს სხვა კომპანია აიღებს: "30 ივნისამდე მომხმარებელმა საფასური "თელასს" უნდა გადაუხადოს"
დღეს "თელასის" აბონენტებმა ესემესი მიიღეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ მათ მრიცხველის მონაცემები თავად სპეციალურ საიტზე უნდა შეეყვანათ. როგორც კომპანიაში გვითხრეს, მონაცემების გაგზავნა სავალდებულო არ არის.

"პირველი ივლისიდან ახალი კომპანია იწყებს ოპერირებას, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია ("თელმიკო"). "თელასს" ქსელის ოპერირება და გამართულობაზე ზრუნვა, ახალი აბონენტების მიერთება და მათი განაცხადების მიღება რჩება. ხოლო, რაც შეეხება მომხმარებელთა მომსახურებას, მრიცხველებიდან ჩვენების აღებას, ქვითრის გაგზავნას და ახვა ახალი კომპანია უზრუნველყოფს. აქიდან გამომდინარე, 30 ივნისამდე მომხმარებელმა საფასური "თელასს" უნდა გადაუხადოს. ამის გამო, საინფორმაციო
ვებპორტალი ( telasi-chveneba3006.telasi.ge) შევქმენით და ესემესებიც გავაგზავნეთ. სურვილისამებრ, შეუძლია მომხმარებელს ამ მონაცემების გაგზავნა. სავალდებულო არ არის. თუ არ გამოგზავნიან, საშუალო მონაცემების დაანგარიშება მოხდება, ხოლო პირველი ივლისიდან ჩვეულებრივ, როგორც აქამდე ხდებოდა მრიცხველების  ამოწერა და ქვითრების გაგზავნა, გაგრძელდება, თუმცა ამას სხვა კომპანია განახორციელებს. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ, დარეკონ ჩვენს ცხელ ხაზზე (277 99 99) და მათ მიაწოდონ მრიცხველის მონაცემი ან მოვიდნენ "თელასის" მომსახურების ცენტრებში. როგორც აღვნიშნე, თუ მონაცემს არ დააფიქსირებენ, არ არის სავალდებულო, 30 ივნისის მდგომარეობით საშუალო ფასის დაანგარიშება მოხდება, რაც სემეკის მიერაა დადგენილი." - განგვიცხადეს კომპანიაში.

თამარ იაკობაშვილი


5322
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
bbb
0
არ გამიკვირდა როგორ გაბედეს ასეთი სმს-ს დაგზავნა თქო და სემეკი მონაწილე ყოფილა მოყტუების. ქვეყალას სახელი უნდა გადავარქვატ და საყაჩაღეტი ან სამატყუარო დავარქვათ.რავიცი ავირჩით
01:42 / 23-06-2021
!
0
სულელური სმს–ები, თვალნაკლული რომ იყოს ადამიანი, შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს. ბოლო–ბოლო, რაში გიხდით ფულს? და ამდენს...
20:39 / 22-06-2021
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია