ბინძური სახლი, უარი შხაპზე... - მილიონერი ვარსკვლავები, რომლებიც რატომღაც პირად ჰიგიენასა და წესრიგს ყურადღებას არ აქცევენ
ბინძური სახლი, უარი შხაპზე... - მილიონერი ვარსკვლავები, რომლებიც რატომღაც პირად ჰიგიენასა და წესრიგს ყურადღებას არ აქცევენ
ჰოლივუდის ვარსკვლავები როდესაც წითელ ხალიჩაზე პოზირებენ, ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე მათგანი პირად ჰიგიენას არ იცავდეს. ბევრი მათგანი როგორც ზღაპარში, ისე ცხოვრობს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც მოუწესრიგებლობისკენ აქვთ მიდრეკილება. ამბობენ, რომ ფულით ბედნიერებისა და სიყარულის ყიდვა შეუძლებელია. თუმცა, ამ ორ ფენომენს კიდევ ერთ პუნქტს დავუმატებთ. როგორც ჩანს, უამრავი ფინანსური რესურსიც კი არ არის საკმარისი, რომ მისი მფლობელები მოწესრიგებულად და გემოვნებიანად გამოიყურებოდნენ. ზოგიერთი მათგანი შხაპს იშვიათად იღებს, ზოგი დეოდორანტებსა და ჰიგიენის საშუალებებს არ იყენებს, ხოლო ნაწილი სახლში ისეთ არეულობას ქმნის, მოსამსახურეებიც კი ვერ
უმკლავდებიან.
mshoblebi
ბიონსეს ხშირად უწოდებენ "სუნიანს". როგორც ამბობენ, მომღერალს იმდენად უყვარს ნიორი, რომ სუნს ყველა გრძნობს და მისი გარემოცვისთვის ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია დგას. ამბობენ, რომ ერთ-ერთმა რეპერმა პაემანზე უარი სწორედ ამ მიზეზით უთხრა. თუმცა, ჯეი-ზის ყველაფერი მოსწონს მასში. განა, ეს მთავარი არ არის დედოფლისთვის?
mshoblebi
გახსოვთ მისი სიმღერა "ბინძური"? შესაძლოა, ეს ერთგვარი მინიშნება ყოფილიყო. ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ადასტურებს, რომ მომღერალ კრისტინა აგილერას ხელების დაბანა არ უყვარს. ჰოთ-დოგს რომ მიირთმევს, თითებს გაილოკავს და შემდეგ ამ ხელს ფანებს ჩამოართმევს. შესაძლოა, ფანებისთვის ეს სასიამოვნოც კია, მაგრა მომღერლის გარემოცვა დაღლილია უკვე მომღერალთან კონტაქტის შემდეგ მაშინვე აბაზანაში შესვლითა და ხელების დაბანით. როგორც ამბობენ, აგილერა ხელებს მაშინაც კი არ იბანს, როცა
ტუალეტით სარგებლობს. რამდენიმე წლის წინ მომღერლის კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გაიხსენა: "ტუალეტის შემდეგ მან ჩვეულებრივად განაგრძო საჭმლის ჭამა ისე, რომ ხელები არ დაუბანია. შემდეგ კი გულშემატკივრებს მიესალმა."
mshoblebi
მომღერალი კეშა ეპატაჟურობითა და პროვოკაციული ქცევით გამოირჩევა. ერთხელ ВВС-ს პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ხალხი ხშირად საუბრობს მის არასასიამოვნო სუნზე. "ერთხელ მითხრეს, რომ მაწანწალას სუნი ამდის. მას შემდეგ ვფიქრობ, რომ მსგავსი არომატი შევქმნა. ჰა ჰა ჰა! მართლა, დარწმუნებული ვარ, ხალხს მისი ყიდვა მოუნდება..."

კეშამ ასევე საჯაროდ თქვა, რომ შარდით მკურნალობის მომხრე იყო: "სადღაც წავიკითხე, რომ ძალიან სასარგებლოა. გადავწყვიტე, მეცადა. საშინელი გემო ქონდა, ამიტომ, მეტჯერ აღარ გამიმეორებია".
mshoblebi
2011 წელს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძებაზე ლინდსი ლოჰანმა ყველას უჩვენა, თუ რამდენად საშინელი ეფექტი აქვს მოწევას, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით გამოყენებასა და სტომატოლოგთან არარეგულარულ ვიზიტს. ღონისძებაზე ისე გაიღიმა, რომ მისი ყვითელი კბილები დღის მთავარი განხილვადი თემა იყო. ლინდსიმ დაუყოვნებლივ მიმართა სტომატოლოგს და პრობლემა მოაგვარა, თუმცა ფაქტი მაინც შავ ლაქად დააჩნდა მის რეპუტაციას. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის. მის სახლში ნამდვილი ქაოსია. იმდენი ტანსაცმელი აქვს, კარადაში აღარ ეტევა და პირდაპირ იატაკსა და სკამებზე აწყობს. ერთი პერიოდი მისმა დამხმარემაც კი მიატოვა, რადგან ამდენ ჩანთასა და ფეხსაცმლის ყუთთან გამკლავება აღარ შეეძლო.
mshoblebi
მაილი საირუსის სახლი უფრო ზოოპარკს ჰგავს, ვიდრე ახალგაზრდა ვარსკვლავის აპარტამენტს. მომღერალს ძაღლებიდან დაწყებული, მინი-გოჭებით დამთავრებული უამრავი ცხოველი ჰყავდა. მაგრამ, მათი გასეირნებით ან კარგი მანერების სწავლებით თავს არ იწუხებდა. შინაურ ცხოველებს შეეძლოთ, ყველაფერი გაეკეთებინათ სახლში. რატომაც არა. მას ხომ მოახლე ჰყავს და თავად არ უწევს არაფრის დალაგება!
მომღერლის ახლობლები ამბობენ, რომ მის სახლში ყველგან პიცის ყუთები ყრია, დარჩენილი და გაფუჭებული საკვები არსად მიაქვს და რაც ყველაზე უარესია, არც ძაღლის განავალს ასუფთავებს.
mshoblebi
კამერონ დიასი ალბათ უკანასკნელია, ვისზეც ამ სიაში მოხვედრას იფიქრებდით. თუმცა, მან თავად თქვა: "დეოდორანტებს ვერ ვენდობი. ისინი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამიტომაც ბოლო 20 წელია, არ გამომიყენებია." კამერონი ფიქრობს, რომ ორგანიზმში ბუნებრივი სურნელის წარმოქმნას ხელს უშლის. ეს ყველაფერი არ არის. პაპარაცებმა დააფიქსირეს, თუ როგორ გადაადგილდება ლოს-ანჯელესის ქუჩებში ჭუჭყიანი, დალაქავებული ტანსაცმლით. როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, საშინაო ფორმას რატომ არ აქცევს ყურადღებას, მან უპასუხა, რომ ნებისმიერ ნივთს ოთხი დღის განმავლობაში იყენებს, მერე კი უბრალოდ მათ არსებობასაც ივიწყებს. მსახიობი ქალებს მოუწოდებს, რომ ინტიმურ ზონაზე თმა არ მოიშორონ. თვლის, რომ ესეც მალევე გადავა მოდიდან.

mshoblebi
2010 წელს ბრიტნი სპირსის ყოფილმა მცველმა ჰიგიენის არარსებობის გამო იჩივლა. ის ამბობდა, რომ მომღერალი რამდენიმე დღის განმავლობაში შხაპს არ იღებდა, დეოდორანტების არსებობას საერთოდ უგულებელყოფდა, კბილებს არ იხეხავდა და იშვიათად იბანდა თავს, რის გამოც, მასთან ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო. მის საწოლში კი მუდმივად ეყარა ორცხობილები და ნახევრად შეჭმული ბურგერები. იატაკზე ტანსაცმელი მიმობნეული და მოუწესრიგებელი ჰქონდა.
mshoblebi
მისი ყოფილი მეგობარი ბიჭიც ამბობს, რომ სპირსს შეეძლო, რამდენიმე დღის განმავლობაში ტანსაცმელი არ გამოეცვალა და არც თავი დაებანა.

mshoblebi
კამერონ დიასის მსგავსად, ჯულია რობერტსიც უარს ამბობს დეოდორანტების გამოყენებაზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მისმა ყოფილმა მცველმა თქვა, რომ ჯულია რობერტსი იშვიათად იღებს შხაპს, რათა პლანეტაზე წყალი დაიზოგოს და ბუნება ეკოლოგიური კატასტროფისგან იხსნას. ამას კი პირად ჰიგიენას სწირავს. ახლობლები მუდმივად ჩივიან, რომ ქალს არასასიამოვნო სუნი აქვს, თუმცა, მსახიობი თვლის, რომ ეს არაფერია, გლობალურ დათბობასთან შედარებით. სხვათა შორის, ცნობილი შემთხვევაა, როცა ჯულია რობერტსი გაუპარსავი იღლიებით დაესწრო მნიშვნელოვან ღონისძიებას.
mshoblebi

mshoblebi
გვინეტ პელტროუსაც უცნაური ჩვევები აქვს. ის წარუმატებელი სიყვარულის შემდეგ ბიუსტჰალტერს წვავს და ორთქლის აბაზანას აწყობს ინტიმური ადგილებისთვის. გვინეტი ერთ-ერთი პირველია ჰოლივუდში, ვინც დეოდორანტებს ომი გამოუცხადა. მისი აზრით, ალუმინი, რომელსაც ეს საშუალებები შეიცავს, განსაკუთრებით საზიანოა და მრავალი დაავადების გამოწვევა შეუძლია, მათ შორის, ძუძუს კიბოს. ონკოლოგებმა ეს თეორია არაერთხელ უარყვეს, თუმცა მსახიობი მაინც საკუთარ პოზიციაზე რჩება. ანონიმური წყარო ყვება, რომ ერთ-ერთი ღონისძიების დროს მის გვერდით ხალხი ვერ ჩერდებოდა, უსიამოვნო სუნის გამო.
mshoblebi
ჯესიკა სიმფსონს ტანსაცმელი მთელ სახლში უყრია, ხოლო პარიკებს მისი ძაღლები აქეთ-იქით დაათრევენ. ამის შესახებ მისი ყოფილი დიასახლისი წერს, რომელიც ლაგების პროცესით გაწამებული იყო. ელენ დეჯენერესის შოუში ჯესიკამ თავად აღიარა, რომ ხშირად კბილებს არ იხეხავს, რადგან გახეხვის შემდეგ შეგრძნება არ მოსწონს. ამიტომაც, საკუთარი კომფორტიდან არ გამოდის.
mshoblebi
როდესაც საქმე გარეგნობას ეხება, კრისტენ სტიუარტს თამამად შეუძლია სერიალიდან ეს ფრაზა თქვას: "დიახ, ქუჩაში ჭუჭყიანი თმითა და მოუწესრიგებელი ტანსაცმლით გამოვდივარ. ხალხი აღშფოთებული ამბობს: "ნუთუ, ასე ძნელია სავარცხლის ყიდვა?" მაგრამ, მე ასეთი ვარ და არც ვაპირებ სხვანაირი ვიყო."
სტიუარტმა თავად აღიარა, რომ ზოგჯერ საკუთარი სუნი თავადაც აწუხებს. იშვიათად იბანს თავს და პრაქტიკულად არ იყენებს პარფიუმერიას. კბილებსაც დღეში მაქსიმუმ ერთხელ იხეხავს. მისმა ყოფილმა მოსამსახურემ ტაბლოიდებთან თქვა, რომ მსახიობის სახლში მუდმივად არეულობაა, ბევრ სიგარეტს ეწევა და ნამწვს შხაპის ქვეშ, ყვავილების ქოთანსა და მაცივარშიც კი ტოვებს.

mshoblebi
მეგან ფოქსი არაერთხელ მოხვდა ყველაზე ლამაზი ქალების რეიტინგში. თუმცა, ერთია გარეგნული იერსახე, ხოლო მეორე, წესრიგის სურვილი. ის ამბობს, რომ სახლში არ უყვარს წესრიგი და ტანსაცმელსაც იქ ყრის, სადაც გაიხდის. უნიტაზის ჩარეცხვაც ავიწყდება, თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ ეს მხოლოდ მისი იუმორის შედეგია და მართლა ასე არ იქცევა. მსახიობს შვილებთან ერთად სახლში ციყვიც ჰყავს. ადრე პატარა გოჭიც ჰყავდა. ცხოველები სახლში ჩვეულებრივად იყვნენ მიშვებულნი და ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა სიტუაცია იქნებოდა.
mshoblebi
როდესაც ეკრანებიდან ჯენიფერ ენისტონის ღიმილს უყურებთ, ძნელი წარმოსადგენია, რომ მას ცუდი სუნი აქვს პირიდან. მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ერთხელ თქვა, რომ ჯენიფერი დღეში ერთ ლიტრ ყავას სვამს და მისი კოცნა უბრალოდ შეუძლებელია. სხვა მსახიობებიც აღნიშნავენ, რომ კოცნის სცენას ვერ უძლებენ, იმდენად ცუდი სუნი აქვს ჯენიფერ ენისტონს.


alt"აი, ასეთ სიბინძურეში შეუძლია იჯდეს მთელი დღე და ბავშვსაც ამ გარემოში ამყოფებს..." - დედამთილის წერილი


57168
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
გიორგი
1
რას ნიშნავს რომ ადამიანები არ არიან დეზოდორანტებზე ვეთანხმები, ოფლს აკავებს და დიდი შანსია კიბო გაუჩნდეს ადამიანს. იღლიებს თუ გაიპარსავს ადამიანი და დღეში რამდენჯერმ ედაიბანს, არაფერი სუნი არ ექნება
11:25 / 26-06-2021
ფუი ეშმაკს!გაქრი, გაქრი...
1
სუნიან ქალზე საზიზღარი ძნელად წარმოსადგენია რაიმე,მით უფრო ვარსკვლევობაზე თუ აქვს პრეტენზია...
22:30 / 24-06-2021
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია