"ნიკოლოზმა მითხრა, ეს 9 თვე სა­კუ­თა­რი თა­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­უ­ძღვე­ნიო... მთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა, დროს სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვა­ტა­რებ" - მშობლები

"ნიკოლოზმა მითხრა, ეს 9 თვე სა­კუ­თა­რი თა­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­უ­ძღვე­ნიო... მთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა, დროს სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვა­ტა­რებ"

2021-06-23 06:33:16+04:00

მო­დე­ლი ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ორ­სუ­ლა­დაა. ის ჟურ­ნალ "ბო­მონდს" ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ და თა­ვი­სი და ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფი­ას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას უამ­ბობს, რო­მელ­ზეც იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობს...

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გრძნო­ბაა ბავ­შვის მო­ლო­დი­ნი. კარ­გად მახ­სოვს ის სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც ნი­კო­ლოზ­მა ამ ამ­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ მი­თხრა: მე და შენ ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბით და ეს 9 თვე სა­კუ­თა­რი თა­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­უ­ძღვე­ნიო. მარ­თლაც, მთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა, დროს სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვა­ტა­რებ. ასეთ ტალ­ღა­ზე ვარ. ფი­ზი­კუ­რად არა­ნა­ი­რი აქ­ტი­ვო­ბა არ შე­მი­ზღუ­დავს. არც ტოქ­სი­კო­ზი მქო­ნია. დე­დო­ბის მო­ლო­დი­ნი ხომ ყვე­ლა გო­გო­ნას აქვს. მეც ბავ­შვო­ბი­დან ამ რა­კურ­სით ვხე­დავ­დი სა­კუ­თარ თავს. ჩემი და 4 წლით უმ­ცრო­სია ჩემ­ზე და დე­დობ­რი­ვი გრძნო­ბა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­მოვ­ცა­დე. ნი­ნი­ზე ვმზრუნ­ვე­ლობ­დი. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას გა­ე­ცი­ნოს, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მზრუნ­ვე­ლო­ბას ვი­ჩენ­დი იმ ცხო­ვე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ჩვენს ოჯახ­ში ცხოვ­რობ­დნენ. ანუ პა­ტა­რა არ­სე­ბა­ზე ზრუნ­ვის­თვის ყო­ველ­თვის მზად ვი­ყა­ვი. ამ პე­რი­ოდ­ში ბევრ დროს ვუთ­მობ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ფერ­წე­რას. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რომ დრომ სა­სი­ა­მოვ­ნოდ ჩა­ი­ა­როს. ჩემს ორ­სუ­ლო­ბას პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა. რაც უნდა უარ­ყო­ფი­თი მო­ცე­მუ­ლო­ბა ყო­ფი­ლი­ყო, მე მა­ინც და­დე­ბი­თი კუ­თხით ვა­ფა­სებ ამ მოვ­ლე­ნას. ეს იყო ჩვენ­თვის, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი "სა­ჩუ­ქა­რი“, რომ სა­კუ­თარ თა­ვებს დავ­ბრუ­ნე­ბო­დით. იმ საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მე­ლიც გვა­ვი­წყდე­ბო­და აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ფონ­ზე. უა­რა­ვი წა­სა­კი­თხი თუ სა­ნა­ხა­ვი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი მქონ­და შე­მო­ნა­ხუ­ლი, მაგ­რამ ვე­რას­დროს ვიც­ლი­დი. პან­დე­მი­ამ მათ­თან დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა. ჩემი ბიბ­ლი­ო­თე­კა, რომ იტყვი­ან, წა­სა­კი­თხი წიგ­ნე­ბით გა­ივ­სო. თან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ვარ, აზარ­ტუ­ლიც და რამ­დე­ნი­მე დღეს ვან­დო­მებ­დი ერთი წიგ­ნის წა­კი­თხვას. პან­დე­მი­ის დროს და­ვუბ­რუნ­დი ხატ­ვა­საც.

- როგორ გაიხსენებთ ყველაზე ამაღელვებელ მომენტებს, ნიშნობისა და ქორწინების დღეებიდან, რომელზეც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდით?

- ამ თემაზე უცნაური დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა ბავშვობიდან. ხომ არიან გოგონები, რომლებიც წარმოიდგენენ ნიშნობასა და ქორწინების დღეს, პრინცესულ კაბებს და ა.შ... ყოველთვის ვიცოდი, რომ ღირსეული მეორე ნახევარი მეყოლებოდა, ამ სულისკვეთებით გავიზარდე. მიუხედავად ამისა, ქორწილს, როგორც ცერემონიალს, ვერასდროს აღვიქვამდი. ამ თემას იცით როგორ განვიხილავდი? იმ შემთხვევაში, თუ ჩემს მეორე ნახევარს მოუნდებოდა... ნიკოლოზმა ხელი რომ მთხოვა, ჩემი ოჯახისთვის ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა. ქორწილის გადახდა წარმოუდგენელი იყო. მამას გარდაცვალების გამო თავი უნდა შეგვეკავებინა. სექტემბერში ვაპირებდით ჯვრისწერას. ამ თემის განხილვა რომ დავიწყეთ, ჯერ კიდევ თებერვალში, კორონამ მოგვიწია და არ გატყუებთ, ჩენი საქორწინო ცერემონიალი 8 ადამიანით შემოიფარგლა - უახლოესი ოჯახის წევრებით. ჩვენი მეჯვარეები ისედაც ვერ ჩამოფრინდნენ და სკაიპით დაესწრნენ ამ უჩვეულო ღონისძიებას. ონლაინმეჯვარეების თანდასწრებით ალავერდში დავიწერეთ ჯვარი. გაგეცინებათ, რომ ჩემი საქორწინო გვირგვინი მამიდაჩემმა დაიჭირა. ერთი მეგობარიც არ მყოლია, რასაც სულ განვიცდი. ასეთი მნიშვნელოვანი დღე მეგობრების გარეშე აღვნიშნეთ. რაც შეეხება საქორწილო კაბას, მართლაც იდეალური იყო. 7-8 დღეში დავგეგმეთ ყველაფერი და ამავე პერიოდში შევიკერე კაბაც.

განაგრძეთ კითხვა