მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ორსულადაა. ის ჟურნალ "ბომონდს" ორსულობის შესახებ და თავისი და ნიკოლოზ ნაყოფიას სიყვარულის ისტორიას უამბობს, რომელზეც იშვიათად საუბრობს...
- არაჩვეულებრივი გრძნობაა ბავშვის მოლოდინი. კარგად მახსოვს ის სიტყვები, რომელიც ნიკოლოზმა ამ ამბის გაგების შემდეგ მითხრა: მე და შენ ბავშვს ველოდებით და ეს 9 თვე საკუთარი თავის სიამოვნებას მიუძღვენიო. მართლაც, მთელი ორსულობა, დროს სასიამოვნოდ ვატარებ. ასეთ ტალღაზე ვარ. ფიზიკურად არანაირი აქტივობა არ შემიზღუდავს. არც ტოქსიკოზი მქონია. დედობის მოლოდინი ხომ ყველა გოგონას აქვს. მეც ბავშვობიდან ამ რაკურსით ვხედავდი საკუთარ თავს. ჩემი და 4 წლით უმცროსია ჩემზე და დედობრივი გრძნობა მასთან ურთიერთობისას გამოვცადე. ნინიზე ვმზრუნველობდი. შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ არანაკლებ მზრუნველობას ვიჩენდი იმ ცხოველებზე, რომლებიც ჩვენს ოჯახში ცხოვრობდნენ. ანუ პატარა არსებაზე ზრუნვისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. ამ პერიოდში ბევრ დროს ვუთმობ ლიტერატურას, ფერწერას. ყველაფერს ვაკეთებ, რომ დრომ სასიამოვნოდ ჩაიაროს. ჩემს ორსულობას პანდემიის პერიოდი დაემთხვა. რაც უნდა უარყოფითი მოცემულობა ყოფილიყო, მე მაინც დადებითი კუთხით ვაფასებ ამ მოვლენას. ეს იყო ჩვენთვის, ადამიანებისთვის გამოგზავნილი "საჩუქარი“, რომ საკუთარ თავებს დავბრუნებოდით. იმ საყვარელ საქმიანობას, რომელიც გვავიწყდებოდა აქტიური ცხოვრების ფონზე. უარავი წასაკითხი თუ სანახავი ხელოვნების ნაწარმოები მქონდა შემონახული, მაგრამ ვერასდროს ვიცლიდი. პანდემიამ მათთან დაბრუნების საშუალება მომცა. ჩემი ბიბლიოთეკა, რომ იტყვიან, წასაკითხი წიგნებით გაივსო. თან ცნობისმოყვარე ვარ, აზარტულიც და რამდენიმე დღეს ვანდომებდი ერთი წიგნის წაკითხვას. პანდემიის დროს დავუბრუნდი ხატვასაც.
- ამ თემაზე უცნაური დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა ბავშვობიდან. ხომ არიან გოგონები, რომლებიც წარმოიდგენენ ნიშნობასა და ქორწინების დღეს, პრინცესულ კაბებს და ა.შ... ყოველთვის ვიცოდი, რომ ღირსეული მეორე ნახევარი მეყოლებოდა, ამ სულისკვეთებით გავიზარდე. მიუხედავად ამისა, ქორწილს, როგორც ცერემონიალს, ვერასდროს აღვიქვამდი. ამ თემას იცით როგორ განვიხილავდი? იმ შემთხვევაში, თუ ჩემს მეორე ნახევარს მოუნდებოდა... ნიკოლოზმა ხელი რომ მთხოვა, ჩემი ოჯახისთვის ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა. ქორწილის გადახდა წარმოუდგენელი იყო. მამას გარდაცვალების გამო თავი უნდა შეგვეკავებინა. სექტემბერში ვაპირებდით ჯვრისწერას. ამ თემის განხილვა რომ დავიწყეთ, ჯერ კიდევ თებერვალში, კორონამ მოგვიწია და არ გატყუებთ, ჩენი საქორწინო ცერემონიალი 8 ადამიანით შემოიფარგლა - უახლოესი ოჯახის წევრებით. ჩვენი მეჯვარეები ისედაც ვერ ჩამოფრინდნენ და სკაიპით დაესწრნენ ამ უჩვეულო ღონისძიებას. ონლაინმეჯვარეების თანდასწრებით ალავერდში დავიწერეთ ჯვარი. გაგეცინებათ, რომ ჩემი საქორწინო გვირგვინი მამიდაჩემმა დაიჭირა. ერთი მეგობარიც არ მყოლია, რასაც სულ განვიცდი. ასეთი მნიშვნელოვანი დღე მეგობრების გარეშე აღვნიშნეთ. რაც შეეხება საქორწილო კაბას, მართლაც იდეალური იყო. 7-8 დღეში დავგეგმეთ ყველაფერი და ამავე პერიოდში შევიკერე კაბაც.