"როცა მესმის შეკითხვები დედობისა და სამსახურის შეთავსებაზე, წამიერად ვპასუხობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია..." - სოფიკო შევარდნაძე
"როცა მესმის შეკითხვები დედობისა და სამსახურის შეთავსებაზე, წამიერად ვპასუხობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია..." - სოფიკო შევარდნაძე
სოფო შევარდნაძის ვაჟი ანდრია სამი თვის გახდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში დაწერა:

"სამი თვეა ვცხოვრობ ამ სასწაულთან. და ახალ საკუთარ თავთან.
გავიარე რა იმის გაცნობიერების სტადია, რომ ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება, აღმოჩნდა, რომ ადამიანური რესურსები ამოუწურავია. როცა მესმის შეკითხვები დედობისა და სამსახურის შეთავსებაზე, წამიერად ვპასუხობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გაქვს სურვილი და არ გაქვს კომპლექსები, რომლებსაც უსაფუძვლო დანაშაულის განცდა სდევს ხოლმე თან.

ჩემთან მოვიდა ძალების მობილიზაციის ის სიმაღლე, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო! არ ყოფილა სხვა მომენტი, როცა ასე
ძალიან მინდოდა და მივიწევდი ჩემი პოტენციალის სრული რეალიზაციისკენ, როგორც ახლა.

და არა, ეს არ არის ეგოიზმი, არც პატივმოყვარეობა, არამედ აბსოლუტურად შინაგანი თავდაჯერება და სიცხადე იმისა, რომ ზუსტად ასე უნდა იყოს. 
და ეს გაგება მომცა მე ანდრიამ."

547
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია