"წელს თბილისში უკვე 4 გიურზა დავიჭირეთ" - დედაქალაქის რომელ რაიონებშია შხამიანი გველების გავრცელების არეალი და როგორ დავიცვათ მათგან თავი?
"წელს თბილისში უკვე 4 გიურზა დავიჭირეთ" - დედაქალაქის რომელ რაიონებშია შხამიანი გველების გავრცელების არეალი და როგორ დავიცვათ მათგან თავი?
ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად თბი­ლის­ში ქვე­წარ­მავ­ლე­ბის პრობ­ლე­მა გა­აქ­ტი­ურ­და. ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბის გამო გვე­ლე­ბი სა­მა­ლა­ვე­ბი­დან გა­მო­დი­ან და გრილ ად­გი­ლებს ეძე­ბენ. ამ პრო­ცეს­ში ისი­ნი, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში ხვდე­ბი­ან. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით მომ­ხმა­რე­ბელ­თა სტა­ტუ­სებს თუ კო­მენ­ტა­რებს, რო­მელ­შიც ისი­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ მათ გა­რე­მო­ში ქვე­წარ­მავ­ლე­ბის მომ­რავ­ლე­ბის გამო. რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ იმის­თვის, რომ ჩვენ სი­ხა­ლო­ვეს გვე­ლე­ბის გა­ჩე­ნის რის­კი მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ვამ­ცი­როთ? რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი ად­გი­ლე­ბი თბი­ლის­ში ამ მხრივ და რო­გორ იცავს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას ქვე­წარ­მავ­ლე­ბის­გან? - ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ ambebi.ge ესა­უბ­რა ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­ა­გენ­ტოს
ჰერ­პო­ტო­ლოგ რატი მა­მუ­კიშ­ვილს.

- რო­გო­რია ზო­გა­დი ვი­თა­რე­ბაა წელს თბი­ლის­ში გვე­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით? რამ­დე­ნად ხში­რად გი­წევთ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე გას­ვლა?

- წელს, ამ დრომ­დე სულ 450-მდე შე­ტყო­ბი­ნე­ბაა შე­მო­სუ­ლი, აქე­დან 60% და­ვი­ჭი­რეთ. თბი­ლის­ში სულ 14 სა­ხე­ო­ბის გვე­ლი ბი­ნად­რობს. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ხო­კე­რა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად გვე­ლი არ არის, უფრო უფე­ხე­ბო ხვლი­კია. ზო­გა­დად, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 24 სა­ხე­ო­ბი­დან მხო­ლოდ ორი სა­ხე­ო­ბაა შხა­მი­ა­ნი - გი­ურ­ზა და ცხვი­რრ­ქო­სა­ნა. წელს თბი­ლი­სი უკვე 4 გი­ურ­ზა და­ვი­ჭი­რეთ. ერთი დი­ღომ­ში, "ტო­ი­ო­ტას" ცენ­ტრის ეზო­ში ვნა­ხეთ. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, გარ­და­ბა­ნი­დან ჩა­მო­სულ მან­ქა­ნას გა­მოჰ­ყვა, რად­გა­ნაც დი­ღო­მი გი­ურ­ზე­ბის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი არ არის. 3 გი­ურ­ზა ორ­თა­ჭა­ლა­ში, კრწა­ნის­სა და აფ­რი­კის რა­ი­ონ­ში ვი­პო­ვეთ. ეს ტე­რი­ტო­რია ნამ­დვი­ლად არის შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ად­გი­ლი.

- რა გზის გავ­ლა უწევს მო­ქა­ლა­ქეს ქვე­წარ­მავ­ლის თა­ო­ბა­ზე
თქვენ­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­წო­დებ­ლად?

- მო­სახ­ლე­ო­ბა რე­კავს სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე - 2 421424 და აღგ­ვი­წე­რენ სი­ტუ­ა­ცი­ას. ძი­რი­თა­დად, გვი­რე­კა­ვენ ისი­ნი, ვინც გვე­ლი ნახა. გვთხო­ვენ გვე­ლი და­ვი­ჭი­როთ და იქა­უ­რო­ბას მო­ვა­შო­როთ. ასე­ვე გვი­რე­კა­ვენ და გვე­კი­თხე­ბი­ან შე­წამ­ვლა - გა­თიბ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის პი­რო­ბებ­ზე.

- ვის ევა­ლე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში შე­წამ­ვლა-გა­თიბ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ფა­სი­ა­ნია თუ არა ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა?

- ჩვენ­თან შე­წამ­ვლა- გა­თიბ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა ფა­სი­ა­ნია. ღია სივ­რცე­ში 1კვ.მ- ის შე­წამ­ვლა 7 თეთ­რი ღირს, 50 თეთ­რი კი და­ხუ­რუ­ლი სივ­რცის სა­ფა­სუ­რია. 1 ლარი ღირს 1კვ.მ ფარ­თობ­ზე ბა­ლა­ხის გა­თიბ­ვა და შე­წამ­ვლა, ხოლო 1ლ და 50 თეთ­რი ღირს გა­თიბ­ვა, ბა­ლა­ხის გა­ტა­ნა და შე­წამ­ვლა. თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ამა­ში მო­სახ­ლე­ო­ბას თან­ხის გა­დახ­და არ უწევს. თუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­მარ­თა­ვენ გან­ცხა­დე­ბით რა­ი­ო­ნულ გამ­გე­ო­ბებს და ჩვენ დაგ­ვა­ვა­ლე­ბენ, ამ შემ­თხვე­ვა­ში თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი უფა­სოდ კეთ­დე­ბა, ანუ შე­წამ­ვლის მომ­სა­ხუ­რე­ბა უფა­სოა, რაც შე­ე­ხე­ბა გა­თიბ­ვას, ეს ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ფა­სი­ა­ნია. განაგრძეთ კითხვა

altრომელ სართულამდე შეუძლია გველს აძრომა და რას გვირჩევს სპეციალისტი, თუ გველს გადავეყარეთ - "თბილისში ძალიან ბევრი სახეობის ქვეწარმავალია"


10286
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია