ზაფხულის დადგომასთან ერთად თბილისში ქვეწარმავლების პრობლემა გააქტიურდა. ტემპერატურის მომატების გამო გველები სამალავებიდან გამოდიან და გრილ ადგილებს ეძებენ. ამ პროცესში ისინი, არცთუ იშვიათად, დასახლებულ პუნქტებში ხვდებიან. სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით მომხმარებელთა სტატუსებს თუ კომენტარებს, რომელშიც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ მათ გარემოში ქვეწარმავლების მომრავლების გამო. როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ ჩვენ სიხალოვეს გველების გაჩენის რისკი მინიმუმამდე შევამციროთ? რომელია ყველაზე საფრთხისშემცველი ადგილები თბილისში ამ მხრივ და როგორ იცავს სახელმწიფო სტრუქტურები მოსახლეობას ქვეწარმავლებისგან? - ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ ambebi.ge ესაუბრა ცხოველთა მონიტორინგის საააგენტოს ჰერპოტოლოგ რატი მამუკიშვილს.
- როგორია ზოგადი ვითარებაა წელს თბილისში გველების გავრცელების თვალსაზრისით? რამდენად ხშირად გიწევთ გამოძახებაზე გასვლა?
- წელს, ამ დრომდე სულ 450-მდე შეტყობინებაა შემოსული, აქედან 60% დავიჭირეთ. თბილისში სულ 14 სახეობის გველი ბინადრობს. ყველაზე გავრცელებულია ხოკერა, რომელიც რეალურად გველი არ არის, უფრო უფეხებო ხვლიკია. ზოგადად, გავრცელებული 24 სახეობიდან მხოლოდ ორი სახეობაა შხამიანი - გიურზა და ცხვირრქოსანა. წელს თბილისი უკვე 4 გიურზა დავიჭირეთ. ერთი დიღომში, "ტოიოტას" ცენტრის ეზოში ვნახეთ. ჩვენი ვარაუდით, გარდაბანიდან ჩამოსულ მანქანას გამოჰყვა, რადგანაც დიღომი გიურზების გავრცელების არეალი არ არის. 3 გიურზა ორთაჭალაში, კრწანისსა და აფრიკის რაიონში ვიპოვეთ. ეს ტერიტორია ნამდვილად არის შხამიანი გველების გავრცელების ადგილი.
- რა გზის გავლა უწევს მოქალაქეს ქვეწარმავლის თაობაზე თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად?
- მოსახლეობა რეკავს სააგენტოს ცხელ ხაზზე - 2 421424 და აღგვიწერენ სიტუაციას. ძირითადად, გვირეკავენ ისინი, ვინც გველი ნახა. გვთხოვენ გველი დავიჭიროთ და იქაურობას მოვაშოროთ. ასევე გვირეკავენ და გვეკითხებიან შეწამვლა - გათიბვის მომსახურების პირობებზე.
- ვის ევალება დედაქალაქში შეწამვლა-გათიბვის სამუშაოების ჩატარება და ფასიანია თუ არა ეს მომსახურება?
- ჩვენთან შეწამვლა- გათიბვის მომსახურება ფასიანია. ღია სივრცეში 1კვ.მ- ის შეწამვლა 7 თეთრი ღირს, 50 თეთრი კი დახურული სივრცის საფასურია. 1 ლარი ღირს 1კვ.მ ფართობზე ბალახის გათიბვა და შეწამვლა, ხოლო 1ლ და 50 თეთრი ღირს გათიბვა, ბალახის გატანა და შეწამვლა. თუმცა არის შემთხვევები, როცა ამაში მოსახლეობას თანხის გადახდა არ უწევს. თუ მოქალაქეები მიმართავენ განცხადებით რაიონულ გამგეობებს და ჩვენ დაგვავალებენ, ამ შემთხვევაში თითქმის ყველაფერი უფასოდ კეთდება, ანუ შეწამვლის მომსახურება უფასოა, რაც შეეხება გათიბვას, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ფასიანია.
განაგრძეთ კითხვა
რომელ სართულამდე შეუძლია გველს აძრომა და რას გვირჩევს სპეციალისტი, თუ გველს გადავეყარეთ - "თბილისში ძალიან ბევრი სახეობის ქვეწარმავალია"